რეცეპტები, რომლებიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, შაქრის დაქვეითებაში დაეხმარებათ!

რეცეპტები, რომლებიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს,  შაქრის დაქვეითებაში დაეხმარებათ!
მოგეხსენებათ, ბუნებაში უამრავი მცენარეა, რომელიც სისხლში შაქრის დონის დამქვეითებელი ეფექტით ხასიათდება. ეს მცენარეები შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში წარმატებით გამოიყენება, რადგანაც კარგად გამოხატული ეფექტი აქვთ. შესაბამისი დიეტის დაცვის პარალელურად გირჩევთ გამოიყენოთ სამკურნალო ნაყენებიც.

  1. აიღეთ 4 სადილის კოვზი მოცვის ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 10 წუთით, გადმოდგით, გაგრილებისთანავე გადაწურეთ. მიიღეთ 4 - 5 - ჯერ დღეში 1/2 ჩაი ჭიქა.

  2. მარწყვის სეზონზე ყოველდღიურად სვით მარწყვის ნაყოფის ახალგაწურული წვენი 4 - 6 სადილის კოვზი დღეში, მარწყვის სეზონის დასრულებისთანავე კი გამხმარი ნაყოფის ან ფოთლებისგან მომზადებული ნაყენი.

  3. აიღეთ 10 ცალი დაფნის ფოთოლი, კარგად გარეცხეთ, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 საათი ( თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში ). მიიღეთ 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში.

  4. 100 გრამ შვრიას დაასხით 3 ჭიქა წყალი, ადუღეთ 10 წუთი, სვით 1/2 ჭიქა 3 - 4- ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.

    რეკომენდებული ნაყენები პერიოდულად უნაცვლეთ ერთმანეთს და ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ!

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური