საკმაოდ ეფექტური საშუალება მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ!

აბუსალათინის ზეთი ეფექტური საშუალებაა მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ. ატენიანებს თმას და თავის კანს, მას აქვს თმის აღმდგენი მოქმედება.

  • აურიეთ ერთმანეთში 2 – 2 ჩ/კ დემექსიდი, ზეთოვანი A და E ვიტამინები, აბუსალათინის ზეთი და ლიმონის წვენი. წაისვით თმებზე და თავის ქალაზე, პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ თავი, ზემოდან ქუდი დაიფარეთ და ერთი საათი გაიჩერეთ ( ცოტათი წიწკნის შეგრძნება გექნებათ ), შემდეგ 2 – 3- ჯერ ჩამოიბანეთ შამპუნით. კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაკეთება.

  • 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი, 1 ს/კ თხევადი საპონი და 1 ჩ/კ ალოეს წვენი შეათბეთ ორთქლზე და შეიზილეთ თმის ძირებში. 30 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ წყალი, რომელშიც უნდა გაურიოთ 1 ს/კ ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი ( 1 ლიტრ წყალზე ).

  • ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, შეურიეთ 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

  • აიღეთ 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი, შეურიეთ 1 ამპულა D ვიტამინი და შეიზილეთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. ეს პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე. მე - 4 დღეს დაიბანეთ თავი 2 კვერცხის გულით. ერთი დღის შემდეგ ეს პროცედურა თავიდან გაიმეორეთ.
шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

დღის ყველაზე კითხვადი

კარგად მახსოვს, ბავშვობაში დედა სურდოს კალანჰოეს მწვანე ფერის წვენით მკურნალობა. ეს მცენარე - არა..

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: