სწრაფი და ძალიან გემრიელი ტირამისუ ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან



fpaparazzi იტალიური დესერტის გამარტივებულ, მაგრამ რთულზე არანაკლებ გემრიელ ვარიანტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • 200 გ ნებისმიერი ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია“)
  • 200 გ ნაკლებცხიმიანი ხაჭო
  • 100 გ არაჟანი
  • 50 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ ყავა
  • ვანილი
  • კაკაო


მომზადების წესი:

1. მოადუღეთ ყავა და გააცივეთ.
2. ბლენდერით ათქვიფეთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ფხვიერი ნამცხვრები წამით ჩაალბეთ ყავაში.
4. დაალაგეთ ფორმაზე ნამცხვრები, წაუსვით ხაჭოს კრემი, შემდეგ კვლავ ნამცხვარი და კვლავ კრემი.
5. მოაყარეთ საცერის მეშვეობით კაკაო და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

გემრიელად მიირთვით!