ყველაზე სწრაფად მოსამზადებელი და ნაზი ორცხობილები

fpaparazzi ოჯახური საუზმისთვის სწრაფ და უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს წარმოგიდგენთ. გპირდებით, ხშირად მოამზადებთ!

საჭირო მასალა:
  • 250 გ კარაქი ან მარგარინი
  • 300 გ არაჟანი
  • 2,5 – 3 ჭიქა ფქვილი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
  • შაქარი 1 ჭიქა


მომზადების წესი:

1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი.
2. მოათავსეთ ნახევარი საათით მაცივარში.
3. შემდეგ გააბრტყელეთ და ამოჭერით ჭიქით მრგვალი ნაჭრები.
4. ამოავლეთ შაქარში და მოათავსეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე.
5. აცხვეთ ოქროსფერის მიღებამდე.

გემრიელად მიირთვით!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: