რომელია ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშანი?


ასტროლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს სიზარმაცის სხვადასხვა დონე გააჩნია. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, რომელია მათგან ყველაზე ზარმაცი.

ვერძი

ვერძი ენერგიული და მოძრავია, ამიტო, გასაკვირიც არაა, რომ სიზარმაცეს მათ ცხოვრებაში ადგილი არ აქვს.

კურო

კურო სიზანტის განსახიერებაა, უყვარს ლოგინში კოტრიალი და არაფრის კეთება. უდავოდ მოიგებდა ზარმაცების კონკურსს.

ტყუპები

ტყუპებს დაუოკებელი ენერგია გამოარჩევს. ბავშვობიდან მშობლებს ღლის თავისი ჰიპერაქტიურობით. ასაკთან, თითქმის არაფერი იცვლება.

კირჩხიბი

კირჩხიბს არ უყვარს უაზრო მუშაობა. ყველაზე ნაკლებად შინაურ საქმეებში ავლენს სიზარმაცეს. ურჩევნია რეცხოს, ხეხოს, კერძები ამზადოს, ვიდრე მოსაწყენი სამუშაო შეასრულოს ოფისში.

ლომი

ლომს უყვარს, როცა სამუშაოს მის ნაცვლად სხვა ასრულებს, თვითონ კი მითითებებს იძლევა. ყველაზე მეტად ყოფით საკითხებში ავლენს სიზარმაცეს.

ქალწული

ქალწულს მუშაობა უყვარს. ასტროლოგები ამ ნიშანს ორ ტიპად ყოფენ: ერთნი სამსახურშიდ და სახლშიც თავდაუზოგავად შრომობს, მეორე კი სახლში უწესრიგობაზე თვალებს ხუჭავს და ოფისში ახდენს კომპენსირებას.

სასწორი

სასწორი სილამაზეს ეთაყვანება, ამიტომ მზადაა ძალისხმევა არ დაიშუროს და დაუღალავად იშრომოს სილამაზისთვის ბრძოლაში.

მორიელი

მორიელი ზარმაცობს, თუ თავს სახლში ან სამსახურში უსარგებლოდ გრძნობს.

მშვილდოსანი


მშვილდოსანი სიზარმაცეს ვერ იტანს, თუ უმოქმედოდაა, დეპრესიაში ვარდება.

თხის რქა

თხის რქა შრომისმოყვარეა, თუ დიდ ხანს წევს სავარძელში, ე.ი. ფიზიკური ძალები არ შემორჩა.

მერწყული

მერწყული ცხოვრების ენერგიული წესის მიმდევარია და სიზარმაცეს ეწინააღმდეგება. მხოლოდ იმ შემთხვევაში იზარმაცებს, თუ სამუშაო სიამოვნებას არ მოუტანს.

თევზები

თევზები ოცნებებში ეფლობა ხანგძლივი დროის განმავლობაში. თუ ერთხელ თავს საშუალებას მისცემს, უქმე დღეებზე სავარძელში გაატაროს, მომდევნო ჯერზეც გაუტკბება და ასე გააგრძელებს.