პროსტატის ადენომის სამკურნალო ძალზე ეფექტური რეცეპტები!

პროსტატის ადენომის სამკურნალო ძალზე ეფექტური რეცეპტები!
გერმანელი ექიმების გამოთვლით, მამაკაცებს 2 - ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. 45 წლის ასაკში მამაკაცების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვების კიბო და ღვიძლის დაავადებები.
მამაკაცის დაავადებებს შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია პროსტატიტი, ადენომა, შარდსასქესო ორგანოების პათოლოგიები.

ადენომა გავრცელებული დაავადებაა უფროს და საშუალო ასაკის მამაკაცებში.
გთავაზობთ ადენომის სამკურნალო ძალზე ეფექტურ რეცეპტებს:

  • ემალირებულ ჭურჭელში გაადნეთ 100 გრ თხის ქონი, ჩაამატეთ 15 - 20 გრ. დაქუცმაცებული პროპოლისი, ეს ნარევი წყლიან ჭურჭელში ადუღეთ ნელ ცეცხლზე 2 - 3 საათი. შემდეგ ნარევი შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათი. იგი დაასხით 2 ფენა მარლაზე, იმისგან, რაც დარჩა გააკეთეთ პატარა სანთლები. გაიკეთეთ გამწმენდი ოყნა და გაიკეთეთ სანთელი. მკურნალობის კურსი 30 დღე. თუ არ იქნება დადებითი შედეგი, გააკეთეთ შესვენება 2 კვირა და გაიმეორეთ მკურნალობა.

  • აიღეთ შავი წიწაკის ერთი ნაწილი, რკოს და ბროწეულის ქერქის 2 - 2 ნაწილი. ყველაფერი ეს დანაყეთ, ფხვნილი მიიღეთ თითო ჩაის კოზი, 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ.

  • ადენომის სამკუნალოდ არსებობს ნატურალური საშუალებებიც. ეს არის გოგრის თესლი და პრეპარატების მისგან. თითო მუჭა გოგრის თესლის მიღებამ ყოველდღე შეიძლება შეცვალოს სამკურნალო პრეპარატები. მათგან ადენომა ვერ გაქრება, მაგრამ ანთება და შეშუპება იკლებს და ადამიანის მდგომარეობა მსუბუქდება.

სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია