2017 წლის იანვრის სასიყვარულო ჰოროსკოპი



2017 წლის პირველი თვე სასიყვარულოა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. წარმატება ურთიერთობებში, ქორწინებასა თუ ფლირტში - ელის ყველას. მთავარია, ამ წარმატების სწორად გამოყენება.

ვერძი

სასიამოვნო ურთიერთობები ვერძებისთვის მთავარი მიზეზი გახდება, გაიცნონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ხშირად და თავდაჯერებულად. განსაკუთრებით, ეს მამაკაცებს ეხებათ. ვარსკვლავები ქალებსაც უხვად დააჯილდოვებენ თავდაჯერებულობით, ასე რომ, ვერძებს იანვარში ფლირტში გაუმართლებთ.

კურო

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგები ურჩევენ, გადადონ ყველა საქმე და მიხედონ სიყვარულის საკთხებს. ეს არამხოლოდ რომანტიკას, არამედ სექსსაც ეხება, რადგან კუროების სექსუალური ენერგია ინავარში განსაკუთრებით ჭარბად ექნებათ. მხოლოდ ერიდეთ ახალ ნაცნობობასა მოვლენების სწრაფად განვითარებას. ფლირტი ამ მომენტში არაფერში გჭირდებათ, უფრო სერიოზულ ურთიერთობებზე იფიქრეთ.

ტყუპები

ტყუპებს მოუწევთ გრძნობების ნაკადში სიყვარულის ამოცნობა. ეს თვე იმდენად დატვირთულია თქვენთვის, რომ შესაძლოა ვერც მოიცალოთ სიყვარულისთვის. თუ ურთიერთობებში უკვე იმყოფებით, ეცადეთ ყველაფერი ერთად გააკეთოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს სიყვარულში წარმატებას მათი სიკეთე მოუტანს. ეცადეთ თავი მოუყაროთ ყველაფერ დადებითს, რაც თქვენს გულშია და მიმართოთ სწორ გზაზე. თუნდაც ადამიანებმა ნეგატივზე პროვოციერება მოახდინონ, დარჩით ისეთივე კეთილი და გულისხმიერი როგორიც ხართ. თუ ამას მოახერხებთ, ურთიერთობა სიყვარულს მოგიტანთ.

ლომი


ლომებს სიყვარულში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმართლებთ, თუ ამოცანებს სწორად დაისახავენ. გაერკვიეთ, რა არის თქვენი მიზანი და მიმართეთ ძალები სიყვარულის საძიებლად. თქვენგან ძალისხმევაა საჭირო და ყველაფერი გამოგივათ.

ქალწული

ქალწულები უმჯობესია ერიდონ თავიანთ სისუსტეებს, რათა სასიყვარულო წარმატება არ აირიდონ თავიდან. განდევნეთ სიძუნწე და სიძულვილი. ეს თქვენთვის დამანგრეველია. ეცადეთ იყოთ უფრო კეთილი და დადებითად შეხედოთ სამყაროს.

სასწორი

სასწორებს ასტროლოგები ურჩევენ, გარეგნობას მიაქციონ ყურადღება. ეცადეთ ისე გამოიყურებოდეთ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი მოგწონდეთ. ეს გახლავთ გლობალური განახლების პერიოდი, რომელიც წარმატების მომტანი გახდება როგორც სიყვარულში, ასევე სამსახურშიც. ასე რომ, მოახდინეთ დადებითი შთაბეჭდილება გარშემომყოფებზე.

მორიელი


თქვენს ცხოვრებაში სიყვარული რომ შემოიჭრას, ეცადეთ, ცხოვრებაზე გული არ აიცრუოთ. წარუმატებლობაც მიიღეთ, როგორც გამოცდა და დროებითი მოვლენა. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, როგორ იპოვოთ მეორე ნახევარი და გქონდეთ მასთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა.

მშვილდოსანი

იანვრის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება მშვილდოსნებისთვის. ახალი ნაცნობობები გაგიადვილდებათ, ღია იქნებით ურთიერთობებისთვის. მეორე ნახევარში ენერგეტიკული ფონი ცოტათი იკლებს და სხვა ხასიათს მიიღებს, მეტად მშვიდს და გაწონასწორებულს, რაც დაგეხმარებათ უკვე არსებული ურთიერთობის გამყარებაში.

თხის რქა

თხის რქას სიყვარულში გაუმართლებს, თუ სხვების ინტერესების გათვალისწინებას ისწავლის. ნუ განსჯით ადამიანებს იმის გამო, რომ თქვენგან განსხვავდებიან. ამგვარად შეძლებთ შეინარჩუნოთ წარმატება. ყოველთვის სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ვიღაცას ესმის შენი. გამნოიჩინეთ დიპლომატია ყველასთან, ვინც თქვენთან ურთიერთობას უფრთხილდება.

მერწყული

მერწყული იანვარში ყველაზე იღბლიანია სასიყვარულო სფეროში. ასტროლოგები 2017 წლის იანვრის თვის მაქსიმალურად გამოყენებას ურჩევენ. ის, თუ როგორ გაატარებთ ამ პერიოდს, ზეგავლენას იქონიებს მომავალზე. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან, ირწმუნეთ საკუთარი თავის.

თევზები


თევზებმა მტაცებლის ტაქტიკა უნდა გამოიყენონ. სიყვარულში ერთხელ და ზუსტად უნდა გაისროლოთ. ნუ გაფლანგავთ დროსა და ენერგიას ფუჭ ურთიერთობებზე. ეცადეთ გაიაზროთ, რა არის თქვენი რეალური მიზანი და იმოქმედოთ გეგმის მიხედვით.