მრავალი წელი უშედეგოდ ვებრძოდი ობს სახლში. მოგვიანებით ამ მარტივ საშუალებას მივაგენი!

მრავალი წელი უშედეგოდ ვებრძოდი ობს სახლში. მოგვიანებით ამ მარტივ საშუალებას მივაგენი!
უკვე რამდენიმე წელია, რაც სახლში ობს ვებრძვი, თუმცა უშედეგოდ... მაღაზიაში შეძენილ თითოეულ საშუალებას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ობი თავიდან იწყებს გაჩენას, რაც ძალზედ სამწუხაროა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩემმა მეგობარმა ერთი მარტივი საშუალების შესახებ მიამბო, რომლის დახმარებითაც მან შეძლო ამ უსიამოვნო პრობლემის სამუდამოდ გადაჭრა. როდესაც ეს საშუალება პირადად გამოვცადე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

ამ მეთოდების უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თქვენ არ მოგიწევთ ქიმიური საშუალებების გამოყენება, რომლებიც გაჟღენთილია ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებით.

გახსოვდეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ ხართ ალერგიული ობზე, ის წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია დროულად იზრუნოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე.

ქრონიკული დაღლილობა და დეპრესია - ყველაზე გავრცელებული რეაქციაები ობზე. ეს უსიამოვნო მოვლენა გვიქვეითებს იმუნიტეტს, პროვოცირებს ასთმას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს.

ობის წინააღმდეგ საბრძოლველად თქვენ დაგჭირდებათ:
  • ჩაის ხის ზეთი;
  • ძმარი;
  • ლიმონმჟავას ფხვნილი.

ინსტრუქცია:

სპრეი ბოთლში ჩაასხით ნახევარი ჭიქა წყალი, 50 მლ ძმარი, ჩაამატეთ 2 ჩაის კოვზი ჩაის ხის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონმჟავას ფხვნილი და რამდენიმე წვეთი სასურველი ეთერზეთი (არომატისთვის). კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.

მიღებული სითხე შეაშხურეთ ობს და დატოვეთ სამოქმედოდ. არავითარ შემთხვევაში ჩამორეცხოთ ის. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ჩამოწმინდეთ ობი გაზეთის ფურცლის ან ხელსახოცის დახმარებით. გაიმოერეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.