ქალური სილამაზის 8 ბიუჯეტური საიდუმლო, რომლის შესახებაც აქამდე არ გსმენიათ.

ლამაზი სქესის თითოეული წარმომადგენლის სურვილია, გამოიყურებოდეს ლამაზად და მოხდენილად. სამწუხაროდ, ყველა მათგანი ვერ ახერხებს რეგულარულად სილამაზის სალონში სიარულს და ძვირადღირებული პროცედურების ჩატარებას, რაც არასაკმარისი ფინანსებით ან არასაკმარისი თავისუფალი დროითაა განპირობებული.

ჩვენ თქვენთვის სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს! ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 8 ბიუჯეტურ ხრიკს, რომლის დახმარებითაც თქვენ ყოველთვის შეუდარებელი იქნებით.

ქალური სილამაზის ხრიკები
  1. ქალბატონების უმრავლესობისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ჩაის ბალიშები არაჩვეულებრივი საშუალებაა თვალების გარშემო შავი წრეების წინააღმდეგ საბრძოლველად. საღამოს, დაძინების წინ მოათავსეთ ჩაის ორი ბალიში მდუღარე წყალში ორიოდე წუთით და შემდეგ შედგით საყინულეში. მეორე დილას, გაღვიძებისთანავე გაიკეთეთ თვალების ცივი კომპრესი. თქვენ შავი წრეების პრობლემა აღარ შეგაწუხებთ!



  2. კანის შეწითლების დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი შვრიის ფანტელების დახმარებით. აიღეთ მცირეოდენი შვრიის ფანტელები და დაასხით მას იმ რაოდენობით მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. მიეცით მას დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად. გრილი მასა წაისვით კანის პრობლემურ ზონებზე და ზემოდან დაიფინეთ ხელსახოცი. 5-10 წუთის შემდეგ მოიშორეთ ხელსახოცი და ჩამოიბანეთ სახე.



  3. ძალიან ცოტა ქალბატონმა თუ იცის, რომ ვაშლის ძმარი ძვირადღირებული მატონიზირებელი საშუალებების არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. ეს ნატურალური პროდუქტი ატონიზირებს და წმენდს კანს, გვეხმარება აკნეს დამარცხებაში და მცირე ზომის ნაოჭების გაგლუვებაში. კანის გამოშრობის თავიდან ასარიდებლად ჩაამატეთ ვაშლის ძმარში მცირეოდენი თაფლი და 3 წვეთი სასურველი ეთერზეთი.



  4. ტუჩების ფორმის გამოკვეთაში და ვიზუალურად მის გაზრდაში ჰიგიენური პომადა და პიტნის ეთერზეთი დაგეხმარებათ. დასრისეთ ჰიგიენური პომადა და დაამატეთ მას 3 წვეთი პიტნის ეთერზეთი. კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე თხელ ფენად.

    ქალური სილამაზის 8 ბიუჯეტური საიდუმლო, რომლის შესახებაც აქამდე არ გსმენიათ.

  5. თუ თქვენ სამოგზაუროთ წახვედით და პუდრის წაღება დაგავიწყდათ, გაიხსენეთ, რომ მოვარდისფრო ან მოატმისფრო პომადა საუკეთესო ალტერნატივაა.



  6. თუ თმის შეღებვის დროს საღებავი კანზე გაგეთხაპნათ, არ ინერვიულოთ. მისელარული წყლის ან ნებისმიერი მატონიზირებელი საშუალების დახმარებით მისი მოშორება ძალზედ მარტივია!



  7. საყვარელი სუნამოსთვის არომატის გახანგრძლივება შესაძლებელია ვაზელინის დახმარებით. უბრალოდ მიიპკურეთ სუნამო მაჯებზე, დეკოლტის და კისრის ზონაზე, ხოლო შემდეგ გადაისვით ზემოდან ვაზელინის ძალიან თხელი ფენა, რათა დააფიქსიროთ არომატი და გაიყოლოთ ის მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით.



  8. გრძელი და ძლიერი ფრჩხილების გაზრდაში ასპირინის აბაზანები დაგეხმარებათ. შეურიეთ ერთმანეთში ასპირინის 2 დაფქული აბი, 1 კაფსულა A ვიტამინი, 200 გრამი წყალი, 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და ამავე რაოდენობით ზეითუნის ზეთი. მოათავსეთ ფრჩხილები მიღებულ აბაზანაში რამდენიმე წუთით. რეგულარული პროცედურების შემდეგ თქვენი ფრჩხილები საოცრად ლამაზი და ძლიერი იქნება. გარდა ამისა, ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია ფრჩხილის სოკოს დასამარცხებლად.


ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები თქვეთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: