ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის 5 ”მძარცველი”

ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის 5 ”მძარცველი”
ყოველ ადამიანს თავისი ენერგეტიკული მარაგი გააჩნია, რომლის წყალობითაც ვპოულობთ ძალებს მუშაობისთვის, ცხოვრებით დასატკბობად, ბავშვების აღსაღზრდელად, სიყვარულისთვის და ა.შ. მაგრამ უამრავი ადამიანი არარაციონალურად იყენებს მას და კარგავს.
ჩვენ მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რატომ ვკარგავთ სასიცოცხლო ენერგიას და როგორ დავიცვათ თავი ამისგან. მაშ ასე, ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის 5 მნიშვნელოვანი ”მძარცველი” არსებობს:

1. უაზრო საუბრები

უაზრო საუბრებს ძვირფასი დრო მიაქვს და შრომის პროდუქტიულობას სწევს. ცხოვრებაშიც ასეა. სასიცოცხლო ენერგიას რომ გავუფრთხილდეთ, საჭიროა ვერიდოთ კამათებს და არაფრისმომცემი საუბრებისგან თავი შევიკავოთ.

2. ნეგატიური ემოციები

გაღიზიანება, დეპრესიული აზროვნება, თვითგვემა, სიბრაზე, ეჭვიანობა - ეს ყველაფერი ენერგიისგან გცლით. გააკონტროლეთ თქვენი ნეგატიური ემოციები, მხოლოდ ასე შეინარჩუნებთ სასიცოცხლო ენერგიას.

3. სამუშაო, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ

ასეთ სამუშაოს არავისთვის მოაქვს სარგებელი და სიხარული: ჩნდება სისუსტე, მიზანი მიღწეული არაა, ენერგიისგან იცლებით, არც ბედნიერი ხართ. იფიქრეთ, რა განიჭებთ სიამოვნებას და რისი გაკეთება გიყვართ. იქნებ შეგეცვალათ სამსახური?

4. კრიტიკის შიში

ფიქრი იმაზე, თუ რას იტყვიან გარშემომყოფები შენზე, დიდ ენერგიას გართმევთ. მსუბუქად შეხედეთ ამ საკითხს და ნუ აღიქვამთ მტიკვნეულად თქვენდამი კრიტიკულ გამონათქვამებს. კრიტიკა წარმატების მოტივატორი არ არის, ის პრობლემებსა და ნეგატივს გმატებთ.

5. ენერგეტიკული ვამპირები


გარკვეულ პიროვნებებთან საუბარი მორალურ სიცარიელეს გაგრძნობინებს, თავს დაღლილად გრძნობ. ეცადეთ უკლოთ მათთან კონტაქტს ან საერთოდაც ერიდოთ მათ, და თუკი ამის საშუალება არ არის, გამოიყენეთ თავდაცვის ფსიქოლოგიური ხრიკები.