რა ცოდვები აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს



უცოდველი არავინაა. და ეს გასაკვირიც არ არის, თითოეულ ადამიანს თავისი სისუსტეები აქვს, რომლებთანაც გამკლავება ძნელია. გაიგეთ, რა სისუსტეები ახასიათებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს.

ვერძი - შეჯიბრი

თქვენი ამბიციები გაიძულებთ შეეჯიბროთ ყველას და ყველაფერს. იმდენად მომთხოვნი ხართ საკუთარი თავისადმი, რომ გამარჯვებებისკენ მიისწრაფით გამუდმებით. მოდუნდით, ხანდახან უბრალოდ უნდა დატკბეთ ცხოვრებით და ისიამოვნოთ იმით, რაც გაქვთ.

კურო - სიამოვნება


მგრძნობიარე სიამოვნება გიყვართ. მაგრამ იცით თუ არა, რომ აბრეშუმის თეთრეულში ძჳლი, ვერცხლის ჭურჭლიდან მირთმევა და ძვირად ღირებული სიამოვნებებისკენ ლტოლვა ცოდვაა? თუნდაც იცოდეთ, ეს მაინც არ შეგაჩერებთ.

ტყუპები - ორპირობა

ორპირი ხართ და მლიქვნელურ გამონათქვამებს არ იშურებთ. ასეთი ქცევა როგორი ნეგატიურიც არ უნდა იყოს, მას მაინც მიჰყავხართ წარმატებისკენ.

კირჩხიბი - უკანონო კავშირები

უკანონო კავშირები ნიშნავს, როცა ორი ადამიანი ქორწინების გარეშე ერთად ცხოვროს და ერთად სძინავთ. დარწმუნებული ვართ, გაქვთ ეს ცოდვა, მაგრამ ეს დიდად არ გადარდებთ.

ლომი - სიამაყე


რა თქმა უნდა, არც თავდაჯერებული ხართ და არც ქედმაღალი, უბრალოდ გულწრფელი ხართ და არ მალავთ, რომ ყველას სჯობიხართ. აბსოლუტურად ყველაფერში.

ქალწული - ჭორაობა

ფიქრობთ, სამართლიანია, ისაუბრო ადამიანის ზურგს უკან? სცადეთ, იგივე უთხრათ პირდაპირ, ან უმჯობესია, კრიტიკას საერთოდაც უკლოთ.

სასწორი - გართობა

ძალიან გიყვართ წვეულებები და დროის კარგად ტარება. რა თქმა უნდა, მეგობრების გარემოცვაში კარგ დროს ტარებას რა ჯობია, მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა.

მორიელი - ვნება

ძალიან მგრძნობიარე და ვნებიანი ხართ, საკუთარი წარმოდგენები გაქვთ იმაზე, რა არის ამორალური და რა არა.

მშვილდოსანი - ფუჭი საუბრები


უბრალოდ, სისულელეებზე საუბარი და კომიკოსობა კი არ გიყვართ, ამით დიდად ამაყობთ კიდეც.

თხის რქა - სიძუნწე

ყურადღებაში სიძუნწეს არ იჩენთ. თქვენ ფული გჭირდებათ და მის გამოსამუშავებლად უკან არაფერზე დაიხევთ. შემდეგ მისი გაცემა კი ძალიან გიჭირთ.

მერწყული - დაუმორჩილებლობა

და ამით დიდად ამაყობთ. დაუმორჩილებლობას ავლენთ ცხოვრების ყველა ასპექტში. საკუთარი ფასეულობები გაგაჩნიათ და ავტორიტეტები თქვენთვის არ არსებობს.

თევზები - გამოუვლენელი ნიჭი


იცით, რომ საკუთარი ნიჭის ფუჭად ფლანგვა და მისი მიწაში ჩამარხვა ცოდვაა? ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხართ, მაგრამ არ გიყვართ შრომა, ამიტომაც არ ავითარებთ საკუთარ შესაძლებლობებს.