ეს საშუალება ინფარქტის შემდგომ, სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ!

ეს საშუალება ინფარქტის შემდგომ, სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ!
რამდენიმე წელია მაწუხებს გული. თავდაპირველად სტენოკარდიული შეტევები მქონდა, შემდეგ მიოკარდიუმის ინფარქტი დამემართა. ცხადია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, მაგრამ არც ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებზე ვამბობ უარს, რადგან მათი მიღების შემდეგ თავს აშკარად უკეთ ვგრძნობ.
რეცეპტი ასე მზადდება.

ინგრედიენტები:
  • 10 ს/კ კუნელი
  • 5 ს/კ ასკილის ნაყოფი

მომზადების და გამოყენების წესი:
მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ 10 ს/კ კუნელი, 5 ს/კ დანამცეცებული ასკილის ნაყოფი. დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ, კარგად შეფუთეთ და 24 საათი სითბოში გააჩერეთ, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური