ის ადამიანები, რომელთაც ამ 11 ხრიკის შესახებ არ სმენიათ, გათბობაში 2-ჯერ უფრო დიდ თანხას იხდიან

ის ადამიანები, რომელთაც ამ 11 ხრიკის შესახებ არ სმენიათ, გათბობაში 2-ჯერ უფრო დიდ თანხას იხდიან
ცივი და სუსხიანი ზამთარი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. სახლში კომფორტული ტემპერატურისა და გარემოს შესაქმნელად აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 11 გასაოცარ ხრიკს, რომლის დახმარებითაც თქვენს სახლში ყოველთვის თბილი ჰაერი იტრიალებს, თანაც ისე, რომ არ გაიზრდება კომუნალურების ხარჯი.


როგორ დავზოგოთ ფინანსები გათბობაზე
  1. სითბოს საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც გამათბობელი გამოყოფს, ნეიტრალიზირდება სიცივით, რომელიც სახლში კედლებიდან შემოდის. სწორედ ამიტომ, ააფარეთ კედელს გამათბობელზე ოდნავ დიდი ზომის ფოლგა. ამ ხრიკის დახმარებით თქვენს სახლში ტემპერატურა დაახლოებით 3 გრადუსით მოიმატებს.



  2. თუ გარკვეული მიზეზების გამო ფანჯრის ძველი ჩარჩოების შეცვლას ვერ ახერხებთ, მაქსიმალურად შეეცადეთ მათ ჰერმეტიზირებას. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის ჰერმეტიკი.



  3. საკმაოდ ხშირად თანამედროვე, ახალი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებიც ატარებს სიცივეს. როგორც წესი, ინსტალატორები მათ ზაფხულის რეჟიმზე აყენებენ. კარგად დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას ფოტოზე. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სახლში ტემპერატურამ დაახლოებით 2 გრადუსით მოიმატოს, სურათზე ნაჩვენები ჭრილი სახლის მხარეს უნდა იყოს მიმართული.



  4. აი ასეთი ფუმფულა კატის დახმარებით შესაძლებელია სახლში ორპირის თავიდან არიდება.



  5. ღუმელში კერძის მომზადების შემდეგ დატოვეთ მისი კარები ღია გარკვეული დროით, რათა შექმნას თქვენს სახლში სითბოს დამატებითი წყარო.



  6. მზიან დღეებში ყოველთვის გადაწიეთ ფარდები და მიეცით დამატებით სინათლესა და სითბოს სახლში შემოღწევის საშუალება. როგორც კი მზე ჩავა, დაუყონებლივ ჩამოაფარეთ მუქის ფერის ფარდები.



  7. დადგით ავეჯი მაქსიმალურად შორს გამოთბობლისგან, რათა არ შეუშალოთ ხელი სითბოს გავრცელებას.



  8. გრძელბეწვიანი ხალიჩა თქვენს საძინებელ ოთახში ტემეპრატურას 1 გრადუსით აამაღლებს.



  9. ცხელი შხაპის მიღების შემდეგ ყოველთვის ღია დატოვეთ საშხაპის კარები. ეს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გზაა სახლში სითბოს დამატებითი წყაროს შესაქმნელად.



  10. მაღალი სართულის მაცხოვრებლებს გირჩევთ დაფაროთ სავენტილაციო სისტემა, რათა თქვენ სახლში ტემპერატურამ დაახლოებით 1 გრადუსით მოიმატოს.



გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, რათა შექმნათ საკუთარი სახლში მაქსიმალურად კომფორტული ტემპერატურა. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!