ვაშლის ეს საოცარი სანგრია ახალ წელს განსაკუთრებულს გახდის

ვაშლის ეს საოცარი სანგრია ახალ წელს განსაკუთრებულს გახდის
fpaparazzi არომატული, მართლაც სადღესასწაულო სასმლის რეცეპტს გთავაზობთ!

საჭირო მასალა:


  • 2 წითელი ვაშლი
  • 1/3 ჭიქა შაქარი
  • ½ ჭიქა წყალი
  • 2 ½ ჭიქა სიდრი
  • 2 ½ ჭიქა თეთრი ღვინო


მომზადების წესი:

1. გარეცხეთ და ამოაჭერით ვაშლს გულები. დაჭერით კუბიკებად.
2. შეათბეთ ქვაბში შაქარი, სანამ კარამელად არ გადაიქცევა. თან ურიეთ, რომ არ მიიწვას.
3. დაუმატეთ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
4. ჩაყარეთ ვაშლი გრაფინში. დაასხით შაქრის სიროფი, სიდრი და თეთრი ღვინო.
5. კარგად აურიეთ და სუფრასთან მიტანის წინ გააცივეთ.

გემრიელად მიირთვით!