ხშირად გივარდებათ წნევა? მაშინ ეს სამკურნალო რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა!

ხშირად გივარდებათ წნევა? მაშინ ეს სამკურნალო რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა!
ვისაც დაბალი წნევა აწუხებს, მდგომარეობა განსაკუთრებით ზაფხულობით ურთულდება, რადგან სიცხეში წნევა კიდევ უფრო ქვეითდება - ყოველშემთხვევაში, მე ასე ვიყავი. წნევა ხშირად ისე ეცემოდა, გულიც კი მიმდიოდა. ახლობელმა მასწავლა კარგი რეცეპტი, რომელმაც მარტო წნევა კი არ მომიწესრიგა, შრომის უნარი გამიძლიერა.

რეცეპტისთვის დაგვჭირდება:
  • 6 ც ლიმონი
  • 500 გრ თხელი თაფლი
  • 1 ლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
6 ცალი ლიმონი კარგად გარეცხეთ, გამოაცალეთ კურკები და კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში, დაამატეთ 1 ლ ცივი, ანადუღარი წყალი ( უმჯობესია გამოხდილი), ხუფი დაახურეთ და 36 საათით მაცივარში შედგით. შემდეგ დაამატეთ 500 გრ თხელი თაფლი, კარგად აურიეთ და კიდევ 36 საათით შედგით მაცივარში. მიღებული წამალი უნდა სვათ 50 - 50 გრ სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ექიმის კომენტარი:
რეცეპტის კომპონენტები - თაფლი და ლიმონი ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი - მათ შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ამ შემთხვევაში მათი ეფექტი ზოგად მატონიზირებელ, მასტიმულირებელ თვისებებს უკავშირდება. აღნიშნული ნარევი ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი