უმკურნალეთ რადიკულიტს და ართრიტებს თაფლით!

უმკურნალეთ რადიკულიტს და ართრიტებს თაფლით!
FPAPARAZZI - ის რედაქცია წარმოგიდგენთ ართრიტებისა და რადიკულიტის სამკურნალო ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც თაფლის გამოყენებით მზადდება.

  • რადიკულიტის გამწვავების დროს ორთქლის აბაზანაზე გაათბეთ 30 გრ თაფლი, დაუმატეთ 3 გრ მდოგვი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ წელის არეში, ზემოდან შემოიჭირეთ სელის ქსოვილი, შემოიხვიეთ მატყლის მოსახვევი და გაიჩერეთ15 - 30 წუთამდე. როგორც კი წვა და უსიამოვნო შეგრძნებები გაჩნდება, კარგად ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ, წელი კი ისევ დაითბუნეთ.

  • 100 გრ ბოლოკის წვენში გავხსნათ 1 ჩ/კ სუფრის მარილი, დავამატოთ 50 მლ წაბლის თაფლი და სპირტზე დამზადებული 50 მლ გულყვითელას ნაყენი. კარგად ავურიოთ და შევიზილოთ მტკივნეულ ადგილებში ართრიტის გამწვავების დროს.

  • 10 ცალი ცხენისწაბლას ნაყოფი დაფქვით, დაუმატეთ 50 გრ თაფლი და 30 მლ ქაფურის ზეთი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე. დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შეიკარით მატყლის მოსასხამით. გაიჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

  • 150 მლ თაფლი, 70 მლ ალოეს წვენი და 250 გრ არაყი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და გავიკეთოთ კომპრესები, როგორც ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება ართრიტის დროს.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანაძური