ფუმფულა და გემრიელი ფუნთუშები - საიდუმლო ერთ ინგრედიენტშია!

ფუმფულა და გემრიელი ფუნთუშები - საიდუმლო ერთ ინგრედიენტშია!
fpaparazzi განსაკუთრებულად გემრიელი ფუნთუშების რეცეპტს გიზიარებთ!

საჭირო მასალა:

0,5 ჩ/კ მარილი
  • 200 მლ თბილი რძე
  • 50 გ მარგარინი ან კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი (ერთი ცომში, მეორე - წასასმელად)
  • 3 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ ზეთი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი
  • 1 ჩ/კ საფუარი
  • 2-2,5 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • მურაბა, კენკრა ან ხილი გულსართისთვის.


ზემოდან მოსაყრელად:
  • 1 ს/კ კარაქი
  • 2-3 ს/კ ფქვილი
  • 1 ს/კ შაქარი


მომზადების წესი:

1. თბილ რძეში გახსენით საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი.
2. დაუმატეთ 2-3 ს/კ ფქვილი, აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
3. გაადნეთ მარგარინი ან კარაქი, გადაასხით ჯამში და დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
4. დაუმატეთ საფუვრიანი მასა, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი 2 წუთის განმავლობაში, რათა ელასტიკური გამოვიდეს.
5. შემდეგ გადაიტანეთ ზეთწასმულ ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 1-1,5 საათი, რათა გაფუვდეს.
6. როცა ცომი გაფუვდება, გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გაყავით 11-12 ნაწილად და თითოეული დააგუნდავეთ ზეთში დასველებული ხელებით.
7. აიღეთ ტაფა ან ლითონის ფირფიტა, წაუსვის კარაქი.
8. გააბრტყელეთ თითოეული ცომის გუნდა, მოათავსეთ გულში ჩაის კოვზით სასურველი გულსართი, მოუკარით თავი კარგად და მიეცით მრგვალი ფუნთუშას ფორმა.
9. დაალაგეთ ფირფიტაზე ფუნთუშები ერთმანეთისგან დაშორებით.
10. გააჩერეთ კიდევ 20 წუთი.
11. ამასობაში პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ ზემოდან წასასმელისთვის ინგრედიენტები. აურიეთ ხელით, რათა მიიღოთ ფხვიერი მასა.
12. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
13. გაფუებულ ფუნთუშებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ ფხვიერი მასა.
14. აცხვეთ, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!