5 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო სათქვენო არ არის


ხდება ისე, რომ პარფიუმერულ მაღაზიაში გიყვარდება რაღაც სუნამო, ყიდულობ და მერე აღმოაჩენს, რომ მისი სურნელი გაღიზიანებს. და შესაძლოა, ამ სუნამომ თავის ტკივილები ან ალერგიული გამონაყარიც გამოიწვიოს. ამ უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია პატარა ცდები ჩაატაროთ შეძენამდე. გაეცანით ინსტრუქციებს, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალური სუნამოს შერჩევაში.


გრძნობთ მის არომატს საკუთარ თავზე


თუ დაპკურების შემდეგ 15-20 წუთშიც კი გრძნობთ მის არომატს, ეს გახლავთ პირველი ნიშანი იმისა, რომ პარფიუმი არ გიხდებათ. ადამიანის ცხვირი ნებისმიერ სუნს ეჩვევა და თუ ასე არ მოხდა, ე.ი. ეს სუნი მალე ძალიან გაგაღიზიანებთ.

აცემინებთ ყოველ ჯერზე, როცა მას იპკურებთ


თანაც ისე, თითქოს პილპილი დაყნოსეთ. თუ ეს სიტუაცია გეცნოთ, ე.ი. რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ, ამიტომ, გააჩუქეთ ეს სუნამო და ნუ ჩაუტარებთ ორგანიზმს ექსპერიმენტებს.

არ ეთავზება თქვენს ჩაცმის სტილს

კედებში და სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული გოგონა, რომელიც აღმოსავლურ ან ქალურ არომატს აფრქვევს. უცნაური დისონანსია, არა? ან პირიქით, ჰაეროვან კაბაში ჩაცმულ გოგონას მკაცრი, საოფისედ რომ გამოდგება ისეთი არომატი რომ ასდის. ახალი სუნამოს შერჩევისას, მუდამ გაითვალისწინეთ, თუ რას მოუხდენთ მას ყველაზე ხშირად.

5 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო სათქვენო არ არის


უზიმეზო თავის ტკივილები დაგეწყოთ


ამის მიზეზი შეუფერებელი პარფიუმი შეიძლება გახდეს. სურნელს წარმოუდგენელი ძალა გააჩნია, მათ შორის, თავის ტკივილის გამომწვევი.

საღამო ხანს მისგან იღლებით

დღის დასაწყისში სუნამო სასიამოვნოდ გეჩვენებათ, საღამოსკენ კი გაღიზიანებთ - საქმე იმაში არ არის, რომ დაიღალეთ. უბრალოდ, ეს სუნამო არ გიხდებათ - იდეალური კომპოზიცია ერწყმის თქვენს ბუნებრივ სურნელს და არავითარ ნეგატიურ ემოციებს არ იწვევს.