11 მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდებიან ქალები საყოველთაო დაცინვის ობიექტები. ნუ მიიყვანთ თავს ამ ზომამდე!

11 მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდებიან ქალები საყოველთაო დაცინვის ობიექტები. ნუ მიიყვანთ თავს ამ ზომამდე!
ახალგაზრდობა მარადიული არ არის, და დგება დრო, როცა ქალი იცვლება, ჩნდება სხეულის გარკვეული დეფექტები. სამწუხაროდ, დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია... მაგრამ უამრავი ქალი ცდილობს, პატარა გოგონებს დაემსგავსოს, რაც ხშირად სასაცილოდ გამოიყურება.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ გარშემომყოფების დაცინვის ობიექტები არ გახდეთ.

უადგილო ჩაცმულობა და იერსახე




როდესაც ქალი 30 წელს გადაცილებულია, მკერდმა შესაძლოა ფორმა დაკარგოს. არ ღირს მისი დემონსტრირება პუბლიკისთვის. და თუკი ძალიან მოგესურვებათ, გამოიყენეთ მამოდელირებელი თეთრეული



თუ თქვენი ფეხები მდინარეების რუკასავით გამოიყურება, კიდევ უფრო ნუ გაუსვამთ ამას ხაზს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. ამგვარად, ძარღვები კიდევ უფრო დაიძაბება და მკვეთრად იჩენს თავს.



მოტმასნილი ტანსაცმელი არც თუ ისე მიმზიდველ ტანზე საშინლად გამოიყურება. ამ საქმის ლიდერი ელასტიკია, განსაკუთრებით, ცხოველების პრინტით.



დღისით, მზისით დიდი ოდენობით მაკიაჟი - მოჩვენებას დაგამსგავსებთ. და თუკი ამას ტატუაჟიც ემატება... თავადაც ხვდებით, რას ჰგავს ეს.





არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება რუჯი წლის ნებისმიერ სეზონზე. განსაკუთრებით, თუ ეს ”მშვენება” ავტორუჯით არის მიღეული. სოლარიუმით ხანნგრძლივად სარგებლობა კი კანის პიგმენტაციას იწვევს.



კოსმეტოლოგებისა და პლასტიკური ქირურგების მეტისმეტი ჩარევა თქვენს გარეგნობაში, მუდამ უკუშედეგს იწვევს.



ძალიან მაღალი ქუსლები, ან წვრილი თასმები ფეხსაცმელზე, როცა ტერფები არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება - წამგებიანი ვარიანტია.



უზარმაზარი ფერადი ტატუები, შეიძლება ახალგაზდრობის შეცდომა იყოს. მაგრამ ამ შემთხევაში ნუ გამოჰფენთ მათ საქვეყნოდ, ან იქონიეთ სხეული ტონუსში.



ნუ შეიჭრით თმას ბიჭურად იმ მიზეზით, რომ ასე უფრო ადვილია თმის მოვლა. ეს ახალგაზრდობას არ შეგძენთ, პირიქით, კიდევ უფრო დაგაბერებთ.



ნუ ჩაიცვამთ, როგორც მოზარდი. რბილად რომ ვთქვათ, ეს უადგილოდ გამოიყურება. დაივიწყებთ მულტფილმის გმირების პრინტებზე და სტრაზებზე.



შეუფერებელი ზომის გულახდილი სამოსი - ეს საშინელებაა! და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასეთი რამ ხშირად გვხდება ქალაქის ქუჩებში...

ქალი მშვენიერია ნებისმიერ ასაკში. მთავარია - მოუაროთ საკუთარ თავს და ხაზი გაუსვათ ღირსებებს, ნაკლი კი მოხერხებულად დაფაროთ. სამოსის შერჩევისას გონებით უნდა იხელმძღვანელოთ.