დაამზადეთ მალამო საკუთარი ხელით, რომელიც ებრძვის კანის ნებისმიერ დაავადებას, წითელ ქარსა და ვარიკოზს

დაამზადეთ მალამო საკუთარი ხელით, რომელიც ებრძვის კანის ნებისმიერ დაავადებას, წითელ ქარსა და ვარიკოზს
როდესაც ტრადიციული მედიცინა უძლურია გარკვეული პრობლემების წინააღმდეგ, შეგვიძლია დახმარებისთვის ხალხურ, ალტერნატიულ მედიცინას მივმართოთ. არსებობს უამრავი ნატურალური კრემი და მალამო, რომელიც აფთიაქში შეძენილ ძვირადღირებულ საშუალებებს საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება.

გთავაზობთ გასაოცარი სამკურნალო მალამოს დამზადების რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ჭრილობებისა და კანის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ადამიანები, რომლებმაც უკვე გამოცადეს საკუთარ თავზე ეს საშუალება, წარმოუდგენლად კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით. გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ეს მალამო არაჩვეულერივია ვენების ვარიკოზისა და წითელი ქარის სამრკუნალოდ.

მალამო კანის დაავადებების წინააღმდეგ

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 200 მლ ზეითუნის ზეთი;
  • 100 გრამი ნატურალური ფუტკრის ცვილი;
  • 100 გრამი წიწვოვანი ხის ფისი (ფიჭვი, კედარი);
  • 2 ს.კ თაფლი;
  • 1-2 გრამი პროპოლისი (დინდგელი).

მომზადება:

  1. მოათავსეთ ქვაბში ფუტკრის ცვილი, დაასხით მოცემული რაოდენობით ზეითუნის ზეთი და ჩაყარეთ 100 გრამი წიწვოვანი ხის ფისი. დადგით წყლის აბაზანაზე 10-12 წუთით (მუდმივად ურიეთ).

  2. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩაამატეთ ნარევში მოცემული რაოდენობით თაფლი და ხარშეთ კიდევ 8-10 წუთის განმავლობაში.

  3. ახლა ის დროა, როდესაც ნარევში უნდა ჩაამატოთ პროპოლისი. პროპოლისის ჩამატების შემდეგ განაგრძეთ ხარშვა კიდევ 10 წუთის განმავლობაში (მუდმივი მორევის პირობებში).

  4. გადმოდგით ნარევი წყლის აბაზანიდან, მიეცით დრო გასაგრილებლად და გადაიტანეთ მინის ქილაში.

აუცილებლად შეინახეთ დამზადებული მალამო მაცივარში. გამოიყენეთ ის დღეში ერთხელ ან ორჯერ პრობლემური კანისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!