არაჩვეულებრივი და ძალიან ეფექტური საშუალებები გრიპის და გაცივების სამკურნალოდ!

როცა ხშირად ხდებით ავად გრიპით, თქვენ ამ დაავადებისგან გიხსნით ხახვი. იგი უნდა დაჰკიდოთ საწოლის თავზე და სხვაგანაც სახლში. ხახვი დადებითად მოქმედებს ძილზეც, თუ მას ვიხმართ ძილის წინ.
ხახვი კარგად მოქმედებს გულძმარვის წინააღმდეგაც და დამწვრობის დროსაც.

ლიმონი და ხახვი გაციების წინააღმდეგ.
  • როგორც კი იგრძნობთ შეციებას, თავის ტკივილს და სისუსტეს, პირში ჩაიდევით ლიმონის ნაჭერი კანიანად და წოვეთ იგი, რაც შეიძლება დიდხანს. ბოლოს შეგიძლიათ გადაყლაპოთ კიდეც. ამის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში არაფერი არ ჭამოთ და არ დალიოთ. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველ 3 - 4 საათში.
    დღეში რამდენჯერმე ცხივირთ და პირით ჩაუსუნთქეთ დაჭრილი ხახვის სურნელება. ასევე შეიძლება გააკეთოთ ჩასუნთქვა წვრილად დაჭრილი ნივრისგან.

  • გაცივების, ყელის დაავადების, სურდოს დროს 100 გრ. ქიშმიშს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გაწურეთ და შეურიეთ 1 ს/კ ხახვის წვენში, დალიეთ 0,5 ჭიქა 3 - ჯერ დღეში.

  • ძლიერი ხველის და ბროქიტის დროს 300 გრ ქიშმიშს დაასხით ანადუღარი ცივი წყალი, გააჩერეთ მასში 45 წუთი. დალიეთ ძილის წინ ცხელ რძესთან ერთად.

  • ამოსახველებლად და ხველების სამკურნალოდ ადუღეთ 10 გრ ქიშმიში 1 ჭიქა წყალში 10 წთ. მიიღეთ 1 /3 ან 1/2 ჭიქა 3 - 4 - ჯერ დღეში.