როგორ შევარჩიოთ ნატურალური თაფლი და რატომ უწოდებენ მას ბიოლოგიური პროდუქტების მეფეს!

როგორ შევარჩიოთ ნატურალური თაფლი და რატომ უწოდებენ მას ბიოლოგიური პროდუქტების მეფეს!
თაფლში მენდელეევის მთელი ტაბულაა, იგი ბიოლოგიური პროდუქტების მეფეა. ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ თაფლის ბიოქიმიური შემადგენლობა ენათესავება ადამიანის სისხლს. თაფლი შეიცავს 300 - ზე მეტ ნივთიერებას - ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს და მათ მარილებს, აზოტისმიერ შენაერთებს, ამინომჟავებს, ცილას, ამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ჰორმონებს, ფერმენტებს, ეთერის ლიპიდებს.
თაფლი არა მარტო გემრიელი პროდუქტია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ დესერტად სხვადასხვა სახით. იგი საკვები ელემენტების მთელი კომპლექსია.
ასე მაგალითად:
200 გრ თაფლი კალორიულობით უტოლდება 350 გრ ხორცს, 8 ფორთოხალს.
თაფლი სწრაფად ავსებს ადამიანის მიერ დღის მანძილზე დახარჯულ ენერგიას. თაფლი აითვისება 100 პროცენტით, რისი თქმაც არ შეიძლება არცერთ სხვა პროდუქტზე, მაგალითად, ხორცის ათვისება 85 % - ია, თეთრი პურის - 70 %, რძის - 60 %.

თაფლი აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში, ფუტკრის თაფლი აძლიერებს ნერვულ სისტემას , აუმჯობესებს უჯრედების კვებას, ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები, ამცირებს აღგზნებადობას, აუმჯობესებს ძილს. კიდევ უფრო ეფექტურია ყვავილის მტვერი. იგი კურნავს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, პროსტატიტს, იმპოტენციის, შველის ნერვული დეპრესიებისა და ძლიერი გადაღლის დროს.

როგორ შევარჩიოთ ნატურალური თაფლი?
  • მისი რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ ქაღალდზე და ცეცხლი წაუკიდეთ. თაფლი თუ ნატურალურია მას ცეცხლი არ გაეკარება, თუ ფალსიფიცირებულია, იგი დაიწვება ქაღალდთან ერთად.
  • ნამდვილი თაფლი ღია მოყვითალოა, ქარვის ფერი, ყავისფერი, იმის მიხედვით, თუ რომელი ყვავილისაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს გამჭვირვალე და არა მღვრიე.
  • თაფლში ჩაყავით ხის ჯოხი და ამოიღეთ. ჯოხი თავიდან თუ თაფლი გაიწელება გარკვეულ სიგრძეზე, იგი ნამდვილია.
  • ცოტაოდენ წყალში გახსენით ცოტა თაფლი და მასში ჩააწვეთეთ 4 - 5 წვეთი იოდი. თუ ხსნარი გალურჯდება , თაფლში გარეულია სახამებელი და ფალსიფიცირებულია.

სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია