შეურიეთ ეს ერთი ჯადოსნური ინგრედიენტი თქვენს შამპუნს ქერტლის პრობლემას სამუდამოდ დაივიწყებთ

იცოდით, რომ ზღვის მარილი არამხოლოდ სამზარეულოში გამოიყენება? ის აგრეთვე დადებითად ზემოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე!

რას წარმოადგენს ზღვის მარილი?



ზღვის მარილი გახლავთ ის, რაც რჩება ოკეანისა და მარილიანი ტბის წყლის აორთქლების შემდეგ. წყლის მიხედვით, მარილი შედგება რამდენიმე ნივთიერებისგან (მაგალითად, კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი) და ელემენტებისგან, რომლებიც ემატება ფერისა და არომატის შესაძენად. სწორედ ამიტომ, ზღვის მარილი სტანდარტული არ არის, მას სხვადასხვა გზით ამუშავებენ.

ზღვის მარილს გააჩნია სპეციფიური ელემენტები:

1. კალციუმი, რომელიც წმენდს ფორებს და უჯრედების კედლებს ამაგრებს.
2. მაგნიუმი - აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
3. ბრომიდი - აჩქარებს შეხორცებას და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
4. ნატრიუმის ბიკარბონატი - ატენიანებს კანის უჯრედებს, გამოჰყავს ტოქსინები.
5. თუთია - აუმჯობესებს უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას.
6. გოგირდი - აცილებს კანის დაავადებების სიმპტომებს, მაგ. ფსორიაზი და ექზემა.

როგორ ეხმარება ზღვის მარილი თმას

ქერტლი - ხშირი მოვლენაა. მათ ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, დაეხმარება ზღვის მარილი - იგი მოაცილებს კანის მკვდარ უჯრედებს.

უბრალოდ, დაყავით თმა რამდენიმე სექციად. 1-2 ჩ.კ. ზღვის მარილს დაამატეთ 2 წვეთი წყალი და მიღებული მასა შეიძილეთ თავის კანზე. ეს მეთოდი არამხოლოდ ქერტლს მოგაცილებთ, არამედ, თავის კანის ცხიმიანობას. ზღვის მარილი შეიწოვს სითხესა და ცხიმს, რაც სოკოს გავრცელებას უშლის ხელს.

ზღვის მარილი აგრეთვე კარგია თმის ცვენისას. იგი აჯანსაღებს ფოლიკულებს და აუმჯობესებს თავის კანის სისხლის მიმოქცევას, რაც თმის ზრდას ასტიმულირებს.
დაიბანეთ თავი ჩვეულებრივად, შემდეგ, შეიზილეთ ზღვის მარილი 10-15 წუთის განმავლობაში და მერე კვლავ დაიბანეთ. ჩაატარეთ ეს პროცედურა 2 თვის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ და დატკბით შედეგით.

როგორ ზემოქმედებს ზღვის მარილი კანზე?


ზღვის მარილი შესანიშნავი ექსფოლიატორია. ექსპერტები ამტკიცებენ, კანი უნდა გასუფთავდეს 2 კვირაში 1-2-ჯერ ზღვის მარილით, რათა მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლდეთ და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. სინამდვილეში, უამრავი მაღალი კლასის სალონი იყენებს ზღვის მარილს სხვადასხვა პროცედურისთვის. მარილი უხეში არ უნდა იყოს, რათა კანის გაღიზიანება არ გამოიწვიოს. ფრთხილად შეიზილეთ იგი კანზე.

ზღვის მარილის გამოყენება ასევე შესაძლებელია ბუნებრივი დეტოქსიკაციისთვის, ვინაიდან იგი შეიწოვს ტოქსინებს კანიდან. მოამზადეთ მარილისა და წყლის ნარევი, წაისვით კანზე და გაიჩერეთ 1 წუთით, შემდეგ ნაზად შეიზილეთ სააბაზანოში. თქვენი კანი ტოქსინებისგან გაიწმინდება!

ზღვის მარილის სხვა უპირატესობები - სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესება, ანტისეპტიკური ეფექტი, კანის დარბილება, ტენიანობის შენარჩუნება.