მხოლოდ 2 ინგრედიენტი გაასუფთავებს თქვენს ფორებს! წარმოუდგენელი შედეგია!

მხოლოდ 2 ინგრედიენტი გაასუფთავებს თქვენს ფორებს! წარმოუდგენელი შედეგია!
დიდი და ღრმა ფორები ან ცხიმიანი კანი გაქვთ? მაშინ ჩვენი, 2 ინგრედიენტისგან შემდგარი კომბინაცია სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ!
კანის ყველა კოსმეტიკური საშუალება ეფექტური როდია. ამაში უკვე უამრავი ქალი დარწმუნდა.

თუმცა, არსებობს რამდენიმე საშუალება, რომლების დამზადება შინაურ პირობებში არის შესაძლებელი და რომლებიც პრობლემას ეფექტურად გადაგიჭრით.
უბრალოდ, გამოიყენეთ 2 ინგრედიენტი, რომლებიც დაგეხმარებათ გაფართოვებულ ფორებთან დამშვიდობებაში.

1. ლიმონის წვენი და კვერცხის ცილა

შეურიეთ 2 კვერცხის ცილა და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ სქელი პასტა. წაისვით სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ დაიბანეთ სახე.

2. ლიმონისა და ტომატის წვენი

დამზადეთ პიურე 2 პომიდვრისგან. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით მიღებული მასა სახეზე, გაიჩერეთ გაშრობამდე. შემდეგ დაიბანეთ.

3. კიტრი, ვარდის წყალი და ლიმონი

ეს გახლავთ მძლავრი კომბინაცია, რომელიც დაგეხმარებათ ფორების დავიწროვებასა და გაწმენდაში. გათალეთ კიტრი, წვრილად დაჭერით და დაამატეთ 1 ჩ.კ. ვარდის წყალი და 3-4 წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. როდესაც ნიღაბი სრულად გაშრება, დაიბანეთ სახე თბილი წყლით.

4. ლიმონის წვენი და ანანასი

შეურიეთ 2 ს.კ. ანანასის წვენი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. აიღეთ თხელი ქსოვილი და ჩაალბეთ მიღებულ ნარევში. შემდეგ მიიდეთ სახეზე 10 წუთით და დაიბანეთ. ანანასი დიდი ოდენობით ფერმენტებს შეიცავს და ეს საოცარი ნარევი შესანიშნავი საშუალებაა ფორების შესამცირებლად.

იხილეთ ვიდეო: