აირჩიეთ ნახატი და შეიტყვეთ თქვენი ემოციური მდგომარეობის შესახებ

აირჩიეთ ნახატი და შეიტყვეთ თქვენი ემოციური მდგომარეობის შესახებ
ემოციები არამხოლოდ ადამიანის ქცევზე, არამედ, რეალობის აღქმაზე მოქმედებს. ხანდახან, როცა ნახატს შეხედავ, შეიძლება ისეთი ძლიერი ემოციები განიცადო, რომ ყველაზე ფარული სურვილები ამოხეთქავს ხოლმე. ადამიანს მოსწონს ის, რისკენაც მისი სული მიილტვის, ამიტომ, გემოვნება პიროვნების შესახებ ბევრს მეტყველებს. გთავაზობთ დაათვალიეროთ 6 ლეგენდარული მხატვრის 6 ცნობილი ქმნილება და აირჩიოთ ერთ-ერთი. ჩვენ კი მოგითხრობთ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის.

1. ედუარდ მანე. მამილო ლატიუილის დუქანში, 1879 წ.



ყველაფერი მარტივადაა: პაემანი გსურთ! დიახ, შეიძლება ეს ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გულის სიღრმეში ყურადღებასა და მზრუნველობაზე ოცნებობთ. გსურთ მთელი დღე სამზადისში გაატაროთ, გაიკეთოთ ვარცხნილობა, შეარჩიოთ სამოსი და პარტნიორი მონუსხოთ სილამაზით.

2. სალვადორ დალი. მედიტაციური ვარდი, 1958 წ.



თუ ეს სურათი აირჩიეთ, ე.ი. სულიერი სიმშვიდისკენ მიიღწვით. თქვენს ცხოვრებაში იმდენი შფოთვა იყო, რომ ახლა უბრალოდ სიმარტოვე და მშვენიერებით დატკბობა გსურთ. აიღეთ შვებულება და მოიწყვეთ იდეალური დასვენება. გახსოვდეთ, რომ თავს უნდა გაუფრთხილდეთ!

3. კლოდ მონე. მეთევზის ქოხი, 1882 წ.




წყნარ და რომანტიკულ ადგილას გსურთ გამგზავრება, სადაც ბუნების სილამაზით შეძლებთ დატკბობას. თუ შეყვარებული ხართ, ე.ი. პარტნიორთან გსურთ ამ მოგზაურობის გაზიარება.

4. კაზიმირ მალევიჩი. სუპერმატიზმი, 1915 წ.



თუ ეს ნახატი მოგეწონათ, იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი შემოქმედებითჳ ენერგიის გამოვლენა გსურთ. შექმენით რაიმე უჩვეულო, უნიკალური და კრეატიული! იმოქმედეთ!

5. სალვადორ დალი. მეხსიერების იგივეობა, 1931 წ.



სწორედ ეს ნახატი მოგეწონათ, იმიტომ, რომ კარგად შეიგრძენით მისი არსი. ძალიან დატვირთული ხართ, დრო არაფრისთვის გყოფნით, ამასთან, აკეთებთ ყველაფერს, რასაც სამსახური მოითხოვს თქვენგან. უბრალოდ, დასვენება და იმის შეგრძნება გსურთ, რომ დრო ამაოდ არ გადის და შესაძლებლობას გაძლევთ სასიამოვნო მომენტებით დატკბეთ.

6. ჟოან მირო. არლეკინოს კარნავალი, 1925 წ.



ხედავთ ქაოსს და გრძნობთ, რომ უწესრიგობა ტრიალებს თქვენს ირგვლივ. იქნება ეს სამსახურში თუ შინ - ყველგან უნდა დაალაგოთ საქმეები. როგორც კი ამას შეძლებთ, უმალვე შვებას იგრძნობთ.