ეს საშუალება განკურნავს ნებისმიერ ინფექციას და გაანადგურებს პარაზიტებს!

ეს საშუალება განკურნავს ნებისმიერ ინფექციას და გაანადგურებს პარაზიტებს!
ეს გასაოცარი საშუალება, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, ანადგურებს ჩვენს ორგანიზმში გრამადადებით და გრამაუარყოფით ბაქტერიებს.

ეს უძლიერესი ნარევი ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ დრენაჟს მთელ ორგანიზმში. ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ ხალხურ მედიცინაში საკმაოდ ხშირად გამოიყენებდნენ მას კანდიდას სოკოს, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ეს საშუალება გაგიწმენდთ სისხლძარღვებს და გაგიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობას.

ინგრედიენტები:
  • 100 გრამი წვრილად გახეხილი ნიორი;
  • 100 გრამი დაქუცმაცებული ხახვი;
  • 100 გრამი გახეხილი ჯანჯაფილი;
  • 2 პატარა ზომის წიწაკა (ჩილი);
  • 700 მლ ვაშლის ძმარი;
  • 2 ს.კ გახეხილი პირშუშხა;
  • 2 ს.კ კურკუმის ფხვნილი.

მომზადების ინსტრუქცია:

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი, გარდა ვაშლის ძმრისა, საშუალო ზომის ჭურჭელში და კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით მოცემული რაოდენობით ვაშლის ძმარი.

ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. შეინახეთ ის მშრალ და ბნელ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. პერიოდულად აუცილებლად შეანჯღრიეთ ქილა.

2 კვირის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი მარლის გამოყენებით. სითხე შეგიძლიათ მოიშოროთ თავიდან, რადგან ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩასახშობად და ინფექციების დასამარცხებლად ჩვენ მხოლოდ ნარევი დაგვჭირდება.

გამოყენება:

მიირთვით ეს საშუალება 1 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველდღიურად. გაითვალისწინეთ, რომ ის საკმაოდ ცხარეა.

ეს ნარევი ნამდვილად უნიკალურია!

ნიორი

ყველამ კარგად ვიცით, რომ ნიორი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ჩვენს ორგანიზმში ბინადარ მიკრობებსა და ბაქტერიებს, სტიმულირებს მსხვილ ნაწლავში ჯანსაღი ბაქტერიების ზრდის პროცესს, ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო ძლიერი თვისებები და ა.შ.

ხახვი

ხახვი ნიორთან ერთად კომბინაციაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა უამრავი სერიოზული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი ანთების საწინააღმდეგ ძლიერი საშუალებაა, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

კურკუმა

ეს გასაოცარი სანელებელი ანთებითი პროცესებისა და ინფექციების პირველი მტერია! მეტიც, ის აფერხებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლების პროცესს. განსაკუთრებით სასარგებლო კურკუმა იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც სახსრების ტკივილისგან იტანჯებიან.

ვაშლის ძმარი

წარმოადგენლად სასარგებლო პროდუქტი, რომელსაც უკვე მრავალი საუკუნეა გამოიყენებენ ხალხურ მედიცინაში სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტის შესახებ საკმაოდ ხშირად საუბრობდა ჰიპოკრატე.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!