ჯერ კიდევ ხვრინვათ? ჩვენ ვიცით გასაოცარი რეცეპტი, რომელიც პრობლემას გადაჭრის!

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აწუხებს ისეთი უსიამოვნო პრობლემა, როგორიც ხვრინვაა. ეს მოვლენა ხელს უშლის არა მხოლოდ გარშემომყოფ ადამიანებს ხარისხიანად გამოძინებაში, არამედ უშუალოდ თქვენც.

ძილის უკმარისობა რამდენჯერმე ამაღლებს გულის დაავადებების განვითარების რისკს. ძალიან ხშირად ჩვენ ვერ ვახერხებთ კარგად გამოძინებას და სრულფასოვნად დასვენებას პარტნიორის ხვრინვის გამო. გარდა ყოველივე ამისა, აუცილებელია იცოდეთ, რომ ხვრინვის გამომწვევი მიზეზი ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ლორწოს დაგროვებაა.

შესაბამისად, თუ თქვენ გაითავისუფლებთ სასუნთ გზებს დაგროვებული ლორწოსგან, შეძლებთ ამ უსიამოვნო პრობლემის გადაჭრას. სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ, ძალზედ მარტივ, თუმცა ამავდროულად ეფექტურ რეცეპტს, რომელიც სასუნთქ გზებში დაგროვებულ ლორწოს რამდენჯერმე შემცირებაში დაგეხმარებათ>

აუცილებელია ამ საშუალების მიღება ყოველ საღამოს, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. ნელ-ნელა, ეტაპობრივად ლორწოს რაოდენობა შემცირდება და მასთან ერთად გაქრება ხვრინვაც.

ამ რეცეპტში შემავალი თითოეული ინგრედიენტი 100%-ით ნატურალურია. მისი დახმარებით თქვენ არა მხოლოდ დაამარცხებთ ხვრინვას, არამედ შეძლებთ ორგანიზმის დატვირთვას სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით.

ინგრედიენტები:
  • ორი სტაფილო;
  • ორი ვაშლი;
  • ჯანჯაფილის პატარა ზომის ნაჭერი;
  • მეოთხედი ლიმონი;
  • ნახევარი ჭიქა (100 მლ) წყალი;

მომზადები წესი:

უბრალოდ მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

თუ გსურთ სამუდამოდ მოიშოროთ ხვრინვა, აუცილებელია უარის თქმა შემდეგ პროდუქტებზე: ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი, ბევრი შოკოლატი, გაზირებული უალკოჰოლო სასმელები და ა.შ. თითოეული ეს პროდუქტი პროვოცირებს სასუნთქ გზებში ლორწოს დაგროვებას.

კომენტარები