შეწყვიტეთ ამის ჩაცმა! 6 ნივთი, რომელიც დიდი ხანია, გადასაყრელია

ჩვენს გარდერობში ჩვენთვის ძვირფასი უამრავი ნივთია, რომელსაც რაღაც ისტორია უკავშირდება, რომელიც კომფორტულია და მოხერხებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი მოდის ბოლო ტენდენციებს პასუხობს. ამასთან, დროთა განმავლობაში ქსოვილი კარგავს ფორმას, ფერს, ტექსტურას. გადაქექეთ გარდერობი და გადაყარეთ უსარგებლო ნივთები! გაათავისუფლეთ თაროები ახალი აქტუალური ტანსაცმლისთვის. ჩვენი დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ უკეთ გარკვევაში, რა უნდა გადაყაროთ პირველ რიგში.

1. ჯეგინსები (ჯინსის პრინტიანი ელასტიკები)



ერთ დროს ელასტიკისა და ჯინსების შეხამება მოდაში იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. უმჯობესია, ადგილი დაუთმოთ ჯინსის შარვლებს, რომლებიც უკეთ გამოიყურება.

2. უგები



მტკიცებულება, რომ უგებში ლამაზად და მოდურად გამოყურება შეუძლებელია, დღემდე აქტუალურია. ეს ფეხსაცმელი არ იყო კარგი არც 2006-ში, და არც ახლა არის.

3. თარგში გეომეტრიულად შეუთავსებელი ნივთები



შეიძინეთ გარკვეული სიგრძის საკოქტეილო კაბები - ან მაქსი, ან საშუალო სიგრძის.

4. სამაჯურების შეკვრა



თუ სასკოლო ასაკის არ ხართ, სხვადასხვა ფერის სამაჯურების შეკვრა უადგილოდ გამოჩნდება და გააფუჭებს მთლიან იმიჯს. შეცვალეთ საათით ან ერთი სადა სამაჯურით.

5. წარწერებიანი სპორტული შარვალი



ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა მსგავსი შარვალი სკოლის პერიოდში. ჰო და, დავტოვოთ ეს უგემოვნობა სკოლის ასაკშივე და დავემშვიდობოთ.

6. სპორტული ფეხსაცმელი მაღალ ლანჩაზე

შეწყვიტეთ ამის ჩაცმა! 6 ნივთი, რომელიც დიდი ხანია, გადასაყრელია

სპორტული ფორმა და ე.წ. ტანკეტკა, აპრიორი ვერ იქნება კარგი შეხამება. ასე რომ, გული არ დაგწყდეთ და თამამად გადაყარეთ ეს ”ძვირფასი” ნივთი.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: