ამ საშუალებებით ნამდვილად შეგიძლიათ ეგზემის მკურნალობა!

ამ საშუალებებით ნამდვილად შეგიძლიათ ეგზემის მკურნალობა!
ეგზემა - კანის ქრონიკული დაავადებაა. ალერგიული ბუნების ეგზემა ხშირად ჩნდება ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლილობისას, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას ან ქრონიკული ინფექციების კერების არსებობისას ( ტონზილიტი, ჰაიმორიტი და სხვა ), რომლებიც იწვევენ ჭარბ მგრძნობელობას რომელიმე ალერგენის მიმართ.

ეგზემის მკურნალობის ხალხური საშუალებები გარეგანი მოხმარებისთვის.
არყი. 1 ჭ არყის ხის კვირტებს დაასხით 1 ჭ ანადუღარი წყალი, ადუღეთ 15 - 20 წთ, გააგრილეთ და გაწურეთ. ყოველდღიურად გაიწმინდეთ დაზიანებული უბნები ანთებითი პროცესებისა და კანის გაღიზიანების, ქავილის, ეგზემის დროს.

კომბოსტო თავხვეული. ახალი კომბოსტოს ფოთოლი სახვევით დაამაგრეთ დაზიანებულ ადგილზე 2 - 3 დღე - ღამით. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე.

კარტოფილი. უმი კარტოფილი გარეცხეთ გაასუფთავეთ კანისგან და გახეხეთ წვრილ სახეხზე. მიღებული მასა გადაიტანეთ რამდენიმე ფენად დაკეცილ დოლბანდის ხელსახოცზე სისქით 0,5 - 1 სმ, დაადეთ დაზიანებულ ადგილას და სახვევით დაამაგრეთ. 2 სთ - ის შემდეგ კარტოფილის მასა შეცვალეთ ახლით. გამოიყენება როგორც ანთებსაწინააღმდეგო საშუალება ეგზემის მკურნალობისას, მწვავე დერმატიტისას და ფლეგმანოზური ფერისმჭამელების დროს.

კაკალი. დანაწევრებულ ფოთლებსა და ფესვების ქერქს დაასხით ცივი წყალი, დააყენეთ ნახევარი საათი, ადუღეთ 10 წთ. გაწურეთ. აბაზანა ( 36 - 37 o C ) მიიღეთ ღამით. გამოიყენება ეგზემის დროს. მკურნალობის კურსია 14 - 18 აბაზანის მიღება.

მრავალძარღვა. ავიღოთ 50 გრ დაქუცმაცებული ფესვები და დავასხათ 1 ლ ანადუღარი წყალი. ვადუღოთ 20 წთ, დავაყენოთ 30 წთ. აბაზანა ( 36 - 37 o C ) მივიღოთ დღის განმავლობაში. იყენებენ ეგზემის დროს. მკურნალობის კურსია 12 - 14 აბაზანის მიღება.

მოცვი. მოცვის ნაყოფი ( მურაბა, მაგრამ უკეთესია ახალი ) დანაყეთ და გახეხეთ ისე, რომ ფაფად გადაიქცეს; დაადეთ ეს სქელ ფენად დაზიანებულ ადგილს და გაუკეთეთ კომპრესი სველი ეგზემისას და მუწუკების დროს. შეიძლება იხმაროთ სველსაფენების სახითაც.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური