ვიტილოგოს მკურნალობაში ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ!

ვიტილოგოს მკურნალობაში ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ!
ვიტილიგო ( ლეიკოდერმა ) - კანის დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანზე სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის თეთრი ლაქების გაჩენა და დაკავშირებულია კანში პიგმენტის შემცირებასთან, ან მის სრულ გაქრობასთან. ლაქების განლაგება, ჩვეულებრივ, სიმეტრიულად ხდება ორივე ლოყაზე, ორთავე ხელზე და ა.შ. ლაქების გაჩენისას კანის ბეწვიან ადგილებზე, ეს ბეწვები თეთრდება ლაქების ადგილას. პიგმენტაციის უქონლობა იშვიათად არის თანდაყოლილი. ეს დაავადება ხშირად ახალგაზრდა ქალებში გვხვდება.

მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. დაავადების მიზეზები უცნობია; სავარაუდოა, რომ გამოწვეული იყოს ნერვულ - ენდოკრინული მოშლილობით.

გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს ვიტილიგოს სამკურნალოდ.
ნემსიწვერა მოსისხლო - მოწითალო. აიღეთ ახალი ან გამხმარი დაქუცმაცებული ფესვები და დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი. დააყენეთ 4 სთ, გაწურეთ. აბაზანა ( 35 - 36 გრადუსზე ) მიიღეთ ძილის წინ. მკურნალობის კურსია 12 - 14 აბაზანა.

ჩინური ჩაი. კანს რომ მიეცეს მოშავო შეფერილობა, რეკომენდებულია დილას და საღამოს სახე გაიწმინდოთ ჩაის ნახარშით. ნახარშის მისაღებად ჩაის დაუმატეთ წყალი ( 1 ჩ/კ - ზე ჭიქის მეოთხედი ), ადუღეთ 2 -3 წთ და თბილ მდგომარეობაში გაწურეთ ქსოვილში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს ერთი დღე - ღამისა; მაცივარში - 2 დღე - ღამემდე. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური