ნოყიერი და ძალიან გემრიელი წვნიანი ხორცითა და ბოსტნეულით

fpaparazzi ცხელი წვნიანის გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • საქონლის ხორცი 450 გ
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ს/კ ზეთი
  • 1 სტაფილო
  • 100 გ მწვანე ლობიო (კონსერვი)
  • 100 გ კომბოსტო
  • 200 გ კარტოფილი
  • 4 ს/კ ტომატპასტა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. მოხრაკეთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი.
  2. ხორცი დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ ხახვს. ხრაკეთ 5 წუთი.
  3. ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაუშვით მოხრაკული ხახვი და ხორცი. ხარშეთ 1 საათის განმავლობაში.
  4. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, მწვანე ლობიო, კომბოსტო და ტომატპასტა.
  5. ხარშეთ ბოსტნეულის სრულ მომზადებამდე.
  6. შემდეგ გააჩერეთ თავდახურულ ქვაბში წვნიანი 1 საათი და გემრიელად მიირთვით!


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა