ჰოროსკოპი მხოლოდ ქალბატონებისთვის! გაიგეთ, რა გელით 2107 წელს!

ჰოროსკოპი მხოლოდ ქალბატონებისთვის! გაიგეთ, რა გელით 2107 წელს!
2017 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ცეცხლოვანი მამლის წელია. ამ ფრინველთან ყველას თავისი ასოციაცია აქვს - ზოგი მას საშიშად მიიჩნევ, ზოგიც, თამამად და ძლიერად, ზოგი კი მხიარულად და უდარდელად. ყოველ ლამაზმანს სურს, გაიგოს, რისი მომტანია ცეცხლოვანი მამალი მის ცხოვრებაში. სწორედ ამის შესახებ გაიგებთ ჩვენს ჰოსორკოპში.

ვერძი
მომავალ წელს ვერძებს კომფორტი და შემოსავლის ზრდა ელით. მათ ცეცხლოვან ბუნებას ცეცხლოვანი მამალი მფარველის სახით მოევლინება. ყველა ჩანაფიქრისა და გეგმის განხორციელებას შეძლებენ. მთავარია, დაუკვირდნენ სიტყვებს და სიფრთხილე გამოიჩინონ ურთიერთობებში.

კურო
მამალი და კურო შესანიშნავად შეეწყობიან ერთმანეთს. მაგრამ თავბრუსდამხვევი წარმატება ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს 2017 წელს არ ელით. სიმყუდროვე და სტაბილურობა - აი, ასე ჩაივლის მათთვის მომავალი წელი. კარდინალურ ცვლილებებს, უმჯობესია, ერიდონ.

ტყუპები
ტყუპები მომავალ წელს იოლად შეიცვლიან ვარცხნილობას, სამსახურსა და საცხოვრებელ ადგილსაც. შესაძლებელია, სხვისი ოჯახები დაანგრიონ და ამ ნანგრევებში საკუთარი ბედნიერების აგების მცდელობა ჰქონდეთ. მაგრამ ყველა ცვლილება მათთვის სახარბიელო ვერ იქნება.

კირჩხიბი
მელანქოლიური კირჩხიბებისთვის მომავალი წელი იმედის გაცრუებებს უქადის. მაღალი მწვერვალების დაპყრობა, უმჯობესია, მომავლისთვის გადადონ და კონცენტრირება შინაგან სამყაროზე მომართონ. მეტი ყურადღების გამახვილება მართებთ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

ლომი
დიდებულ ლომებს კი ნამდვილი ”ოქროს” პერიოდი ელით. ეს მათი სრული დომინირების წელი გახდება. მათთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება, მთავარია, შესაფერისი მსხვერპლი შეარჩიონ. განსაკუთრებით წარმატებული წელი ელით საქმიან ლომებს.

ქალწული
პრაქტიკული და რაციონალური ქალწულები დასახულ მიზნებს თავდაჯერებულად მიაღწევენ. ქალწულები მყარად დგანან მიწაზე და ქარიშხალი მათ ვერ შეაშინებს. ცეცხლოვანი მამლის წელი ყველა მხრივ წარმატებულია მათთვის, განსაკუთრებით, ფინანსურ საკითხებში.

სასწორი
სასწორებისთვის მომავალი წელი ფინანსური წარმატებისა და დაძაბული პირადი ცხოვრების მომტანი იქნება. რადგან კარიერული ზრდა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ახლობლებისთვის დრო აღარ დარჩებათ. სასწორებს მოუწევთ ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის პოვნა.

მორიელი
წყლის სტიქია და რთული ხასიათი მომავალ წელს მორიელისთვის პრობლემების მომტანი გახდება. ცეცხლოვანი მამლის წელს მათი წარმატება სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული. აუცილებლად უნდა ისწავლონ სასარგებლო ნაცნობობებისა და კავშირების დამყარება მომავალი 12 თვის განმავლობაში.

მშვილდოსანი
კომუნიკაბელურ და მეგობრულ მშვილდოსნებს მთელი წლის განმავლობაში მათ ხარჯზე გამდიდრების მსურველების მოგერიება მოუწევთ. იქნება ეს შორეული ნათესავები თუ უბრალოდ შემთხვევითი ნაცნობები. უმჯობესია, არ ისაუბრონ ძვირად ღირებულ შენაძენებზე, რათა შური არ გამოიწვიონ.

თხის რქა
თხის რქებმა კარგად იციან, რა სურთ და მყარად მიიწევენ წინ. ამიტომაც, მომავალი წელი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება წარმატებისკენ. მაგრამ ამ ზაზე უამრავ განაწყენებულ ადამიანს ჩამოიტოვებენ, ამიტომ, ცოტათი დამუხრუჭება და უკან მიხედვა არ აწყენთ.

მერწყული
ცნობისმოყვარე მერწყულებისთვის 2017 წელი შესანიშნავი დროა სწავლისთვის და ახალი პროფესიონალური უნარ-ჩვევების შესაძენად. ეს მათ საშუალებას მისცემს, სამყარო სხვა კუთხით დაინახონ და შეარჩიონ უფრო პერსპექტიული მიმართულება. გარდა ამისა, მერწყულებს უამრავი სასიყვარულო თავგადასავალი ელით.

თევზები

დინების მიყოლას მიჩვეული თევზებისთვის 2017 წელი სწრაფად და შეუმჩნევლად ჩაივლის. მომდევნო 12 თვის განმავლობაში აქტიური ცვლილებები გავლენას არ მოახდენს მათი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე. თევზებმა კარგად იციან, როგორ აირიდონ უსიამოვნებები და პრობლემები, ამიტომაც, შეინარჩუნებენ იქა, სადაც სხვები დაკარგავენ. შედეგი კი სასიამოვნო და საოცარი იქნება მათთვის.