გსურთ, თქვენს სახლში სასიამოვნო არომატი ტრიალებდეს? იაფი, ეფექტური და უსაფრთხო საშუალება

გსურთ, თქვენს სახლში სასიამოვნო არომატი ტრიალებდეს? იაფი, ეფექტური და უსაფრთხო საშუალება
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სახლში კარგი არომატი ტრიალებს. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმრავლესობა ჰაერის გამწმენდ სპეციალურ საშუალებებზე უარს ამბობს და ამისთვის სერიოზული მიზეზიც აქვთ. ამ საშუალებების უმრავლესობა ქიმიურ კომპონენტებს შეიცავს, რომელთაც წარმოუდგენლად უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქციას თქვენთვის სასიამოვნო სიახლე აქვს. გთავაზობთ ძალზედ იაფ, ეფექტურ და ჯანმრთელობისთვის აბსოლიტურად უსაფრთხო საშუალების დამზადების ინსტრუქციას, რომლის წყალობითაც თქვენს სახლში ყოველთვის გასაოცარი არომატი იტრიალებს. ამ საშუალების დამზადება ძალზედ მარტივია.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • თბილი წყალი;
  • სპრეი-ბოთლი;
  • 1 ს.კ საკვები სოდა;
  • ნებისმიერი ეთერზეთი (ლავანდის, როზმარინის, ფორთოხლის, ჩაის ხის და ა.შ.).

მომზადება:

თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ სპრეი-ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. შეაშხურეთ მცირეოდენი ეს საშუალება სახლის კედლებს და დატკბით გასაოცარი არომატით!



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!