5 უნიკალური საშუალება ხველის სამკურნალოდ. არა ფარმაცევტულ პრეპარატებს!

5 უნიკალური საშუალება ხველის სამკურნალოდ. არა ფარმაცევტულ პრეპარატებს!
ზამთარში ხველა არავის უკვირს. მის სამკურნალოდ კი უამრავ აბებს თუ სიროფებს ღებულობენ, რაც რეალურად არ შველის პრობლემას! უმჯობესია ნატურალური საშუალებებით მკუნალობა, რადგან ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა და ხველასაც საგრძნობლად ამსუბუქებს!

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ ან ტკივილები გაწუხებთ, უმჯობესია ექიმს დროულად მიმართოთ!

გაციების ან ვირუსული ინფექციებისას ქიმიური პრეპარატებით მკურნალობა აუცილებელი არ არის. დასაწყისში სიმპტომების გამოვლენისას მათი თავიდან აცილება სახლში დამზადებული ბუნებრივი საშუალებებითაა შესაძლებელი.
  1. რეცეპტი №1
    დაჭერით ბოლოკი და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოაყარეთ შაქარი და 2 საათით მოათავსეთ ღუმელში. მიღებული მასა გადაწურეთ მინიშ ჭურჭელში და ჭამის წინ მიიღეთ 2 ჩ/კ 3-4 ჯერ დღეში და ძილის წინ.

  2. რეცეპტი №2
    ლორწოვანი გამონადენის შესამსუბუქებლად, დღეში რამდენჯერმე მიიღეთ შტოშის წვენი თაფლთან ერთად. ჩაცის ნაცვლად კი მიირთვით მარწყვის ფოთლების, ან მარწყვის ჩირის ნაყენი!

  3. რეცეპტი №3
    დაბერებულ ხველაზე კომპრესი უნდა გაიკეთოთ: ს/კ ფქვილი, ს/კ მდოგვი, 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი, 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ არაყი. ნაზავი ორთქლზე წამოადუღეთ და ურიეთ. მიღებული მასა დოლბანდზე გადაიტანეთ და მკერდზე დაიკარით. გადაიფარეთ ცელოფანი და შემდეგ თბილად შეიხვიეთ! კომპრესი გაიჩერეთ მანამ, სანამ არ გაცივდება.

  4. რეცეპტი №4
    მშრალი და შემაწუხებელი ხველის შემთხვევაში, 10 ცალი ფინიკის ხურმას დაასხით 500 მლ წყალი და ადუღეთ 30 წუთით. გადაწურეთ და მიიღეთ მისი ნაყენი ცხლადვე. შეგიძლიათ 6-7 ფინიკის ხურმა, 200 მლ წყალთან შეაჯეროთ და ნაკლები რაოდენობით მოამზადოთ.

  5. რეცეპტი №5
    300 კარაქი, 300 გრ თაფლი, 200 გრ შაქარი და 100 გრ ნატურალური კაკაოს ცხიმი ან ფხვნილი გაათბეთ ორთქლზე. მზადების პროცესში უნდა ურიოთ და მიიყვანოთ ადუღებამდე. ერთგვაროვანი მასის მიღების შემთხვევაში გადმოდგით ცეცხლიდან, გააზავეთ 1 ს/კ 200 მლ რძეში და მიირთვით ცხლად 3-4-ჯერ დღეში. მისი მიღბა ნუ დაგავიწყდებათ ძილის წინ.