ზარმაცების კექსი ატმით

ზარმაცების კექსი ატმით
fpaparazzi ორიგინალურ და სწრაფად მოსამზადებელ რეცეპტს გთავაზობთ. 100 გ პროდუქტი შეიცავს მხოლოდ 155 კკ-იას.

საჭირო მასალა:
ჟელატინი- 25გ
ხაჭო- 2 შეკვრა
1 ქილა შედედებული რძე
დაკონსერვებული ან ახალი ატამი

მომზადების წესი:
1. ჟელატინს დაასხით ცივი გადადუღებული წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მანამ ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.
2. ხაჭო აურიეთ შედედებულ რძეში
3. დაუმატეთ დაჭრილი დაკონსერვებული ატამი, შემდეგ კი ჟელატინი. კვლავ აურიეთ, ჩაასხით ფორმაში და შედგით მაცივარში 5 საათით.

გემრიელად მიირთვით!