5 მოდური შეცდომა, რომელსაც სტილის შეგრძნების მქონე ქალი არასოდეს დაუშვებს

მოდური ლამაზმანები მუდამ მიმზიდველად გამოიყურებიან - გემოვნებიანად აცვიათ და სასიამოვნო სურნელს აფრქვევენ. ჩვენს დღევანდელ სტატიაში აღმოაჩნენთ 5 შეცდომას, რომელიც დაუშვებელია გემოვნებიანი ქალისთვის. გაითვალისწინეთ და გაეშურეთ სამყაროს დასაპყრობად!

ტრენდების ბრმა დევნა

5 მოდური შეცდომა, რომელსაც სტილის შეგრძნების მქონე ქალი არასოდეს დაუშვებს

ახალი ტრენდი თითქმის კვირაში ერთხელ ჩნდება. გემოვნებიანი ქალები არ თვლიან თავს ვალდებულად, თავი დაიღალონ მათ ბრმა დევნაში. იცვამენ მხოლოდ იმას, რაც უხდება. თუ რომელიმე ახალი ტრენდი თქვენს გემოვნებას შეესაბამება - რატომაც არა!

სხვებისთვის ჩაცმა



ქალები, რომლებსაც მართლაც უყვართ მოდა, პირველ რიგში საკუთარი სიამოვნებისთვის იცვამენ და არა იმისთვის, თუ რას იტყვის მეზობელი თუ ვინმე სხვა. ესა თუ ის სამოსი მათ თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს და ბედნიერებას ანიჭებს.

ჩაიცვა ტანსაცმელი, რომელიც ცუდად არის მორგებული ტანზე




მოდურმა გოგონებმა იციან კარგი მკერავის ფასი. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიან იერსახეში. შეკვეთით შეკერილი ტანსაცმელი უფრო ძვირია, მაგრამ ნამდვილად ღირს, გადაიხადო ზედმეტი და ტანზე კარგად მორგებული, თქვენი გემოვნების მიხედვით შეკერილი ტანსაცმლის ტარება.

მოუხერხებელი ტანსაცმლის ტარება



რაც არ უნდა ძვირად ღირებული და თვალისმომჭრელი იყოს ტანსაცმელი, თუ მასში კომფორტულად არ გრძნობ თავს, ყველაფერი ფასს კარგავს.

ნივთებისადმი დაუდევარი მოპყრობა



ნივთებისადმი დაუდევარი მოპყრობა იგივეა, რაც საკუთარ თავს არ სცე პატივი. მოდური გოგონები უფრთხილდებიან და უვლიან გარდერობს. ყოველთვის ეცადეთ, კარგად დაალაგოთ ტანსაცმელი, მიყრილ-მოყრილი ნივთებისადმი გული ადვილად გიცრუვდება.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: