50 წელს გადაცილებული თავმოყვარე ქალები ამას არ ატარებენ!

50 წელს გადაცილებული თავმოყვარე ქალები ამას არ ატარებენ!
მიშელ კომბსს საიტზე Rubbershoesinhell საკუთარი ბლოგი აქვს. იგი მოგვითხრობს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს 50 წლის ქალი და რას უნდა ერიდოს.

გუგლის საძიებოში თუ ჩავწერთ: ”რა არ უნდა ატაროს 50 წელს გადაცილებულმა ქალმა”, თქვენს წინაშე ათასი სტატია გაიხსნება, რომლებიც არც თუ ისე სახარბიელო იერსახის მქონე ცუდად ჩაცმული ქალების ფოტოებითაა აჭრელებული.

ამ სტატიის ავტორებს ვეტყოდი, რომ ისინი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს კი არა, ზრდასრულ ქალებს მიმართავენ.
საათობით შეგვიძლია ვიქექოთ, თუ რა შეიძლება და რა არა, რა ჩავიცვათ, როგორი მაკიაჟი ვატაროთ და ა.შ.

აი, რას ვფიქრობ ამის თაობაზე:

მერე რა, რომ 50 წლის ხართ!

ატარეთ, რაც გსურთ.კომფორტულად უნდა იგრძნოთ თავი საკუთარ სხეულში და საკუთარ ასაკში.

მაგრამ მართლაც არის რამდენიმე რამ, რასაც ამ ასაკის ქალი უნდა ერიდოს:

1. სამყაროს სიმძიმე


ბერდებით, როცა მთელი პლანეტის სიმძიმეს საკუთარ ზურგზე იკიდებთ. ეცადეთ, მოეშვათ და პრობლემების ნაწილი გადააგდოთ, შეამცირეთ რამდენიმე ”კონტინენტამდე”. ვფიქრობ, რომ ამას შემამსუბუქებელი ეფექტი გააჩნია.

2. სირცხვილი და სინანული

ბევრს არ შეუძლია ამ ნიღბის მოცილება. სირცხვილისა და სინანულის ნიღბის ტარება განსაკუთრებით ძნელია 50 წლის მერე. ნუ დაიტანჯავთ თავს ამ სისულელეებით, გააკეთეთ რაც გსურთ! მაგალითად, დაიხატეთ შავი ფანქრით თვალებზე ისრები!

3. ვარდისფერი სათვალეები

ძვირფასებო, თქვენ უკვე ძალიან კარგად იცნობთ საკუთარ თავს. ამ სათვალეებს არავითარი სარგებელი არ მოაქვს. მხოლოდ გიშლიან, შეაფასოთ მოვლენები საღად. დიახ, ცხოვრება რთულია, მაგრამ დროა, მიიღოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

4. მოკუმული პირი

არსებობს სიტუაციები, როდესაც საჭიროა მოკუმო პირი და მედგრად გადაიტანოთ სირთულეები. მაგრამ არ არის აუცილებელი, ყოველთვის გმირის როლი მოირგოთ. მოკუმული პირისგან ღრმა ნაოჭები ჩნდება ტუჩების ირგვლივ, გაითვალისწინეთ!

5. ბევრი შლაპა

მე, მაგალითად, საერთოდ არ ვატარებ მათ. არ მაქვს შესაფერისი ფორმის თავი. ხომ იცნობთ ბებოებს, რომლებსაც კარადაში უცნაური შლაპებისთვის და თავსაბურავებისთვის ცალკე განყოფილება აქვთ? იცით რა მოსდით მათ? ერთხელაც იხურავენ თავზე საშხაპე ქუდს და ასე მიდიან პარკში ცეკვების საღამოზე. ჩვენ კი არ გვსურს, რომ ასე მოგვივიდეს.

6. მოდუნებული ”ნაშის” სახე კურორტზე

ვხუმრობ, ვხუმრობ. ატარეთ ასეთი სახე რამდენიც გინდათ. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ხანდახან მაინც გულწრფელად გაიღიმოთ - მაშინ თქვენი სახე კეთილ და რბილ იერს მიიღებს.

არაფერია ცუდი იმაში, რომ რჩევებს მიჰყვე, რა ჩაიცვა და როგორ უნდა გამოიყურებოდე. მაგრამ ხანდახან ეს რჩევები მეტისმეტია.