10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი


მოდური ნივთების უმეტესობა ყველა ქალს როდი უხდება. ზოგს შეუძლია საშინლად გააფუჭოს იერსახე. თუ სხვა ქალზე ძალიან მოგეწონათ ესა თუ ის სამოსი, არ ნიშნავს, რომ თქვენც იდეალურად მოგიხდებათ.

ჩვენ შევარჩიეთ 10 ნივთი, რომლის შერჩევისას სიფრთხილე გმართებთ.

1. ფართო შლაპა

10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

მოდაში 70-იანი წლებია, და უამრავმა გოგონამ გადაწყვიტა, ფართო შლაპები ატაროს. დაბალი და საშუალო სიმაღლის მქონე გოგონებზე ასეთი შლაპა კომიკურად გამოიყურება და მთლიან იმიჯს სოკოს ამსგავსებს.
გადაწყვეტა: თუ მაღალი არ ხართ, უმჯობესია, პატარა შლაპები შეარჩიოთ.

2. გრძელი ქვედაბოლო

10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

გრძელი ქვედაბოლოები კვლავ მოდაშია. თუმცა, ქალური ფორმების მქონე საშუალო ან დაბალი სიმაღლის გოგონებს ის არ უხდება. ასეთი ქვედაბოლო ასუქებს.
გადაწყვეტა: შეარჩიეთ მიდი-სიგრძის მოდელები.

3. მიდი-სიგრძე და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი

10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

ასეთი შეხამება გოგონებს კიდევ უფრო ”ამოკლებს”
გადაწყვეტა: შეარჩიეთ 4-5 სანტიმეტრის სიგრძის ქუსლები. ამგვარად, სილუეტს უფრო დაჭიმავთ.

4. ხავერდი და სხვა :მძიმე” ქსოვილები


10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

ასეთი ნაჭრები როგორც არასდროს, აქტუალურია. მაგრამ ნუ გამოიყენებთ მათ მეტისმეტად, ეს ქსოვილები სხეულს საკმაოდ ”ამძიმებს”.
გადაწყვეტა: არ არის აუცილებელი, სრულად თქვათ უარი ხავერდზე ან ფარჩაზე. უბრალოდ, შეუხამეთ ისინი ჰაეროვან ქსოვილებს, მაგალითად, ხავერდის პიჯაკი აბრეშუმის კაბას.

5. ყვავილის პრინტიანი კაბა


10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

თუ ქალური ფორმები გაქვთ, უარი თქვით პატარა ყვავილებზე, რომლებიც გაგასუქებთ.

6. ბოტფორდები

10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

თუ მინიატურული გოგონა ხართ, ბოტფორდებზე არც იფიქროთ - ჩექმებიან კატას დაემსგავსებით. დაბალქუსლიანი ბოტფორდები კი საერთოდ ერთეულებს უხდება - მაგალითად, მოდელებს.
გადაწყვეტა: მუხლამდე სიგრძის ჩექმები!

7. ოვერსაიზ ნივთები

10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

ოვერსაიზი პრაქტიკულად კლასიკად იქცა. მაგრამ ფუმფულა გოგონები მათ უნდა ერიდონ.
გადაწყვეტა: მიაქციეთ ყურადღება კლასიკურ სილუეტებს, მაგალითად new look.

8. ბოტილიონები შუა წვივამდე

10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

ასეთი ბოტილიონებით მაღაზიები სავსეა, მაგრამ ეს მოდელი ერთეულებს უხდება. იგი ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს.
გადაწყვეტა: შეარჩიეთ ბოტილიონები წვივამდე.

9. შარვალი - ქიულოთი

10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

მინიატურული გოგონებისთვის ასეთი შარვლები მიზანშეწონილი არ არის.
გადაწყვეტა: შეარჩიეთ შარვლები წვივამდე ან შარვალი-სიგარეტები. ეს უკანასკნელი ფაქტობრივად ყველას უხდება.

10. როლინგი

10 მოდური ნივთი, რომლებსაც თქვენი იმჯის გაფუჭება შეუძლია - რითი შეცვალოთ ისინი

როლინგი იდეალურად გამოიყურება მაღალი ყელის მფლობელ გოგონებზე. სხვა შემთხვევაში, საერთოდ ყელის გარეშე დარჩენას რისკავთ.
გადაწყვეტა: შეარჩიეთ მაღალყელიანი სვიტერი.