5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ცხოვრება მალე შეიცვლება

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ცხოვრება მალე შეიცვლება
ხანდახან გვეჩვენება, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ცუდად მიდის. მაგრამ ამ სასოწარკვეთაში ვერ გამოგკირკვევია, რომ რაღაც ახლა იღებს სტარტს და მწვერვალებისკენ მიიწევს. ცვლილებები ყოველთვის როდი გვახარებს, მაგრამ მათ გარეშე წარმოუდგენელია.

1. ცვლილებებისადმი მზადყოფნა

მზად ხართ ცვლილებებისადმი? თუ ერთი წამით მაინც დაფიქრდით, ე.ი. არ იზიარებთ აზრს, რომ ყველა ცვლილება უკეთესის მომტანია. დაგაგვიანდათ თვითმფრინავზე? დაშორდით შეყვარებულს? ერთი შეხედვით, ეს პრობლემაა. მაგრამ ვინ იცის, ხანდახან ბედი ადამიანს უსიამოვნებებისგან იცავს, წასული ადამიანის ადგილს კი ახალი იკავებს. მთავარია, ნუ შეშინდებით და ირწმუნეთ, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც საჭიროა.

2. ისწავლეთ გაშვება


ადრე წლობით გახსენდებოდათ მეგობრის ღალატი, უსამართლო ხელმძღვანელობა ან წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობა. ადგენდით შურისძიების გეგმას და პარალკელურად გრძნობდით, რომ ერთ ადგილს ტკეპნით. ხომ ასეა? რა თქმა უნდა, ასეა, რადგან ამ უარყოფით მოვლენებზე ფიქრს თქვენი ენერგია მიჰქონდა. შეიბრალეთ საკუთარი თავი, გაუშვით ადამიანი ან სიტუაცია, რომელმაც ტკივილი მოგაყენათ. უბრალოდ, განაგრძეთ ცხოვრება და გაათავისუფლეთ ძალები საკუთარი თავისთვის - აუცილებლად მოხდება რაღაც კარგი.

3. გათავისუფლდით მსხვერპლის კომპლექსისგან

შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება? აღარ წუწუნებთ გარშემომყოფებთან მძიმე ბავშვობაზე ან პატარა ხელფასზე? სწორია - სამყაროს იმას უგზავნიდით, რაც მერე ნიღაბივით მიგეკროთ. სიამაყე, ღირსება და თავდაჯერებულობა - შესანიშნავი შეფუთვაა თქვენი იმიჯისთვის.

4. სამყსამყაროს მიმართ ნდობა გაგიჩნდათ

ნდობა - გულუბრყვილობაა თუ სისულელე? სულაც არა. მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც მშვიდი და ღიაა, და ყველაფერს ეჭვის თვალით არ უყურებს - მიიღებს სიამოვნებას ცხოვრებისგან. იმის შიშით, რომ მორიგი მამაკაცი გულს გატკენთ, პოტენციურ შეყვარებულს დააფრთხობთ. ნუ ელით ნეგატივს და ცხოვრებას ლამაზ ფერებში დაინახავთ.

5. დაამარცხეთ შიშები

შიში- ირაციონალური გრძნობაა. ერთ-ერთი მისი გამოვლინება გახლავთ ფობიები - პათოლოგიური მდგომარება, რომელსაც არ აქვს კავშირი რეალურ სიტუაციასთან. გეშინიათ ფრენის, მიუხედავად იმისა, რომ იცით, დაღუპვის შანსი მიზერულია?
პანიკაში ვარდებით საჯარო გამოსვლის დროს? მუდმივ შიშში ცხოვრობთ, რომ სამსახურიდან გაგიშვებენ? არადა, უმეტესობა საფუძველს არის მოკლებული. არაფერია იმაზე უსარგებლო, ხარჯო ცხოვრების ძვირფასი დრო უაზრო ნერვიულობაზე.