ამაზე გრძელი არ არსებობს: 9 ყველაზე გამორჩეული სხეულის ნაწილის მქონე ადამიანი

ამაზე გრძელი არ არსებობს: 9 ყველაზე გამორჩეული სხეულის ნაწილის მქონე ადამიანი
რამდენი მსოფლიო რეკორდი არსებობს, არა? არის სტანდარტულები, მაგალითად ”ყველაზე სწრაფი მორბელანი”, ”ყველაზე მაღალი მთა” და ა.შ. მაგრამ არსებობს მართლაც შოკისმომგვრელიც. განსაკუთრებით, ეს ეხება რეკორდებს, რომლებითაც ადამიანს ბუნება აჯილდოვებს.

1. ყველაზე გრძელი ცხვირი



ამ თურქს შეუფერხებლად შეუძლია ”სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა”. ბუნებამ იგი 7,6 სანტიმეტრიანი ცხვირით დააჯილდოვა!

2. ყველაზე გრძელი ”მამაკაცური ეგო”




ამერიკელ მსახიობს მამაკაცის მთავარი ღირსების თაობაზე კომპლექსები არ აწუხებს. მას იგი 34,3 სანტიმეტრის სიგრძის აქვს.

3. ყველაზე გრძელი ფრჩხილები



2009 წლამდე ლი რიჩმონდი მთავარი რეკორდსმენი იყო - მას 8,5 მეტრიანი ფრჩხილები ჰქონდა. მაგრამ 7 წლის წინ ავარიაში მოჰყვა, ფრჩხილები მოტყდა და ეს ტიტული დაკარგა.

4. ყველაზე გრძელი ენა



არ არის გამორიცხული, ამ ადამიანის მეგობრები მისგან მწარე ხუმრობებს იღებდნენ. სხვა რას უნდა ელოდო მისგან, როცა 10-სანტიმეტრიანი ენა აქვს!

5. ყველაზე გრძელი ფეხები



რუსი სვეტლანა პანკრატოვა ბუნებისგან 132-სანტიმეტრიანი ფეხებით არის დაჯილდოვებული!

6. ყველაზე გრძელი ფეხის ფრჩხილები



ლუიზა 12 შვილის დედა და 21 შვილიშვილი ბებიაა, მისი ფეხის ფრჩხილების საერთო სიგრძე 2,5 მეტრია.

7. ყველაზე გრძელი კისერი



ამ ნომინაციაში ბირმელი ქალები ლიდერობენ. ბირმაში გრძელი ყელი სილამაზის ეტალონად მიიჩნევა და გოგონები ბავშვობიდან ატარებენ ყელზე უჩვეულო ლითონის ბეჭდებს, რომელსაც სიკვდილამდე არ იხსნიან.

8. ყველაზე გრძელი წამწამები



უკრაინელ ვალერი სმაგლის მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 3-სანტიმეტრიანი წამწამები აქვს. მამაკაცი ამბობს, რომ ასეთი შედეგი განსაკუთრებული რაციონის წყალობით მიიღო.

9. ყველაზე გრძელი თმა



”რაპუნცელის” წოდება ჩინელ ქსი ქვილინგს ეკუთვნის, რომლის თმაც 5,63 მეტრის სიგრძისაა!