მცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია! გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ!

მცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია! გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ!
ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭი დაავადებების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს - კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს - როგორც საფაღარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო -ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ბევრი ავტორის ცნობით ქაცვის ზეთი ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის , ტროფიკული წყლულის , ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ. ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ - წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის, ქრონიკული ენტეროკოლიტის, ქრონიკული ტონზილიტის, პულპიტების და პაროდონტიტების მკურნალობის დროს. გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.

  • ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის დასხივებისას, სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად. თითო ს/კ დღეში სამჯერ მთელი კურსის მანძილზე და მისი დამთავრების შემდეგაც 2 - 3 კვირის განმავლობაში.

  • ქაცვის ნაყოფის ნახარშს, რომელსაც კუჭის დაავადების დროს სვამენ, ამზადებენ შემდეგნაირად: 3 ს/კ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი ( ნატურალური ) გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი 2 - 3 ჭიქა დღეში ( უმჯობესია უზმოზე ).

  • ტოტების და ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები, დაასხით ცივი წყალი 0,5 ლ, ადუღეთ 5 წთ - ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, გააცივეთ 30 წთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთ ჯერზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

  • ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება, 2 ს/კ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე , გააჩერეთ 2 - 4 სთ - ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მლ 2 - ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის კანში საღამოს ყოველდღიურად.

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს ( 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ, 3 - 4 კვირის განმავლობაში ). მკურნალობის პირველი 3 -4 დღის მანძილზე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2 % სოდის ხსნარი 1 /4 ჭიქა, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური მიღების დროს მცირდება ან სრულიად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.
    ზოგადად ქაცვის მიღბის დროს გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება.

სტატიის წყარო:საქართველოს სამკურნალო მცენარეები და მათი გამოყენება