რას გვიმალავენ ფარმაკოლოგიური კომპანიები - ცე ვიტამინის საჭირო დოზის დამზადება თავად შეგიძლიათ!

რას გვიმალავენ ფარმაკოლოგიური კომპანიები - ცე ვიტამინის საჭირო დოზის დამზადება თავად შეგიძლიათ!
ცე ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმში ქსოვილების ზრდისა და აღდგენისთვის, ის ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც თვისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას ბლოკავს.

დე ვიტამინისგან განსხვავებით, რომლის გამომუშავებაც ორგანიზმში მზის ზემოქმედებით ხდება, ცე ვიტამინის მიღება მხოლოდ გარე წყაროებიდან შეიძლება. ამიტომ მისი მიღება საკვებისა და მისი დანამატების მეშვეობით ხდება, მაგრამ იცით თუ არა, რომ ბაზარზე არსებული ცე ვიტამინის შემცველი დანამატები გენმოდიფიცირებული მასალისგან მზადდება?

თქვენ თავად შეგიძლიათ დაამზადოთ ცე ვიტამინის დანამატი, ამისთვის ჯანსაღი, არაგენმოდიფიცირებული ციტრუსი უნდა შეიძინოთ, დანარჩენი კი ძალიან მარტივია:

  1. ყოველთვის შეიძინეთ მხოლოდ ჯანსაღი, არაგენმოდიფიცირებული ციტრუსი.
  2. ციტრუსის მირთმევის შემდეგ მისი კანი შეინახეთ.
  3. ციტრუსის კანი დააწყვეთ თუნუქის ფირფიტაზე.
  4. კანი იმდენად უნდა გამოშრეს, რო მტვრევადი გახდეს.
  5. დააბლენდერეთ ციტრუსის კანი თქვენთვის სასურველ კონდიციამდე. სურვილისამებრ შეგიძლიათ წმინდად ან მსხვილად დაფქვათ.
  6. შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში გრილ ადგილას.

    თუკი ერთი-ერთზე, გრამობით შევადარებთ ცე ვიტამინის შემცველობას ციტრუსის კანსა და მის რბილობში, ვნახავთ, რომ კანში ვიტამინებისა და მინერალების გაცილებით მეტი რაოდენობაა. მაგალითად, 1 სუფრის კოვზი ლიმონის კანი შეიცავს ორჯერ მეტ ცე ვიტამინს და სამჯერ მეტ ბოჭკოს, ვიდრე მისი რბილობის 1 ნაჭერი.
    ციტრუსის კანის ფხვნილი შეგიძლიათ მიიღოთ ყოველდღიურად, დაუმატოთ წვენებს, წვნიანებს, საჭმელს, სალათებს. ამგვარად, თქვენ გააძლიერებთ თქვენს იმუნურ სისტემას წლის ნებისმიერ დროს!