როგორ გავრეცხოთ სწორად მაკიაჟის ფუნჯი?

როგორ გავრეცხოთ სწორად მაკიაჟის ფუნჯი?
თუკი მაკიაჟს სათანადო ყურადღებას უთმობთ, დაგვეთანხმებით, რომ ხარისხიანი ფუნჯი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ეფექტური შედეგისთვის.
ფუნჯებს საკმაოდ ხშირად სჭირდება გარეცხვა. ამისთვის მარტივ გზას შემოგთავაზებთ:

საპონი, წყალი, თეფში და თქვენი ხელები

ეცადეთ, აარჩიოთ ნაზი თხევადი საპონი, რომ ფუნჯი არ გამოშრეს და გაუხეშდეს. დაასხით საპონი ჩვეულებრივ თეფშზე. ფუნჯი თბილი წყლით დაასველეთ, ჩააწეთ თეფშზე დასხმულ საპონში და წრიული მოძრაობით „აურიეთ“ საპონი, ისე, როგორც საღებავს ურევენ პალიტრაზე.

გაავლეთ თბილ წყალში. გაიმეორეთ ეს პროცედურა მანამ, სანამ არ შეატყობთ, რომ ფუნჯს კოსმეტიკური საშუალებები და ცხიმი მთლიანად გასცილდა. გამოყენებამდე ფუნჯი ძალიან კარგად უნდა გააშროთ.

შეგიძლიათ, საპნის ნაცვლად ბავშვის შამპუნი გამოიყენოთ. ის ძალიან ნაზია და არ დააზიანებს ფუნჯს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ბავშვის თმისთვის არის განკუთვნილი, ცხიმს კარგად ვერ აცილებს, ამიტომ მოგიწევთ, პროცედურა უფრო მეტჯერ გაიმეოროთ.