ამ საკმაოდ მარტივმა საშუალებამ მხედველობა საგრძნობლად გამიუმჯობესა! ყველას გირჩევთ!

ამ საკმაოდ მარტივმა  საშუალებამ მხედველობა საგრძნობლად გამიუმჯობესა! ყველას გირჩევთ!
ასაკის მატებასთან ერთად მხედველობა თანდათან მიუარესდებოდა. თვალის ექიმის რჩევით შევიძინე სათვალე, მაგრამ სულ მალე ახალი სათვალის ყიდვა დამჭირდა. კომპიუტერთან მიწევს მუშაობა და ალბათ ესეც მიუარესებს მდგომარეობას. დედაჩემს უყვარს მცენარეული სამკურნალო საშუალებები და ჩემი მდგომარეობით შეშფოთებულმა მირჩია, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა - რეცეპტიც თავად შემირჩია. თვალისჩინის აღსადგენი და გასაუმჯობესებელი საშუალება ასე მზადდება:

ინგრედიენტები:
  • 1 კგ შავი მოცხარი
  • 1,200 გრ შაქარი

მომზადების და გამოყენების წესი:
1 კგ შაქარი ჩაყარეთ მინის ქილაში და დააყარეთ 1,200 გრ შაქარი. შედგით მაცივარში, გააჩერეთ ერთი დღე - ღამე და როდესაც მოცხარი წვენს გამოუშვებს, კარგად მოურიეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ, 50 - 50 გრ.
ამ საკმაოდ მარტივმა საშუალებამ მარტო მხედველობა კი არ გამიუმჯობესა, ცხოვრების ხალისიც დამიბრუნა, ენერგიით ამავსო, კუჭ - ნაწლავის მუშაობა მომიწესრიგა, პაროდონტოზი მაწუხებდა - ისიც მომირჩინა. ყველას გირჩევთ, პროფილაქტიკის მიზნით მიიღოთ ამ რეცეპტით მომზადებული წამალი და ზოგადად მეტი გულისყურით მოეკიდოთ ჩვენი წინაპრების საუკუნოვან გამოცდილებას.

ექიმის კომენტარი:
შავ მოცხარს სამკურნალოდ იყენებენ, რადგან ის უხვად შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და ორგანულ ნივთიერებებს. საუკეთესოა კუჭ - ნაწლავის დაავადებების, ჰიპოქრომული ანემიის, გულის რიტმის დარღვევის, გულის მანკების, ათეროსკლეროზის, კარდიონევროზის, ინფექციური დაავადებების, ჰემორაგიული ვასკულიტის, პაროდონტოზის, გლომერულონეფრიტის დროს.
ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ არა მხოლოდ კენკრას, არამედ მისი ფოთლების ნაყენსაც, როგორც შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას.
იაპონელმა მეციერებმა დაადგინეს, რომ შავი მოცხარის ექსტრაქტი ხსნის თვალის დაღლილობას. დაღლილობა შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის ხანგრძლივი დროით კომპიუტერთან მუშაობამ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი