რეჟისორებიც ადამიანები არიან: 22 შეცდომა საკულტო ფილმებიდან

ფილმის გადაღება - ურთულესი პროცესია, რომელშიც ათობით და ზოგჯერ ასობით ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს. გასაკვირიც არ არის, როცა შედევრის შექმნას მთელ შენს დროს ანდომებ, რაღაც შეცდომა გეპარება. დაკვირვებული მაყურებლები ამ შეცდომებს ამჩნევენ, ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ ეს სულაც არ აფუჭებს კინოშედევრებს!

1. ამერიკული სნაიპერი
რეჟისორებიც ადამიანები არიან: 22 შეცდომა საკულტო ფილმებიდან
მიაქციეთ ყურადღება, როგორ ცდილობს ბრედლი კუპერის გმირი თოჯინას ”გაცოცხლებას” - მის ხელს თავისი დიდი თითით ამოძრავებს.

2. ბრიოლინი
რეჟისორებიც ადამიანები არიან: 22 შეცდომა საკულტო ფილმებიდან
მიმტანი გოგონა თითქოსდა იდაყვით აქრობს შუქს. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ის არც კი ეხება გამომრთველს, შუქი კი მაინც ქრება.

3. გლადიატორი
რეჟისორებიც ადამიანები არიან: 22 შეცდომა საკულტო ფილმებიდან
ძლიერი შეტაკება, ეტლის ვარდნა და ... გაზის ბალონი. რაღაც ვერ ეწერება ძველ რომაულ პერიოდს.

4. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
რეჟისორებიც ადამიანები არიან: 22 შეცდომა საკულტო ფილმებიდან
7-ვე ნაწილში გვიმტკიცებენ, რომ ჰარი პოტერს დედის მსგავსად მწვანე თვალები აქვს. ფინალურ ნაწილში ვხედავთ ლილი პოტერს, რომელსაც ყავისფერი თვალები აქვს.

5. ბინძური ცეკვები
რეჟისორებიც ადამიანები არიან: 22 შეცდომა საკულტო ფილმებიდან
სიუჟეტის მიხედვით, ჯონი მანქანას ატარებს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მანქანა გაუნძრევლად დგას.