ხალხური საშუალებები მშრალი და ცხიმოვანი ქერტლის სამკურნალოდ.

სებორეა ქმნის პირობებს კანის ისეთი დაავადებების წარმოსაქნელად, როგორიცაა სებორეული ეგზემა, სებორეული დერმატიტი, ჩირქგროვანი ანთებები, საყმაწვილო ფერისმჭამელები და სხვა. ქერცლი და თმის ნაადრევი ცვენა - სებორეის ყველაზე უფრო უსიამოვნო შედეგებია.

ხალხური მედიცინის საშუალებები თავის კანის ცხიმოვანი სებორეის სამკურნალოდ ( ცხიმოვანი ქერტლი )
ალოე. წვენი გვეხმარება ქერტლის მოსაცილებლად და თმის ცვენის შესაჩერებლად ცხიმოვანი სებორეის დროს. უნდა შეიზილოთ თავის კანში და გაიჩეროთ 15 წთ.

არყი. 2 ს/კ წვრილად დაჭრილ არყის ახალ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 20 წთ და შეიზილეთ თავის კანში თმების გასამაგრებლად ცხიმოვანი სებორეის დროს.

ჭინჭარი ორსახლიანი. აიღეთ 100 გრ დაქუცმაცებული ფოთლები. დაასხით 0, 5 ლ წყალი და 0,5 ლ ძმარი. ხარშეთ 30 წთ. როცა გაგრილდება, გამოწურეთ. ამ ნახარშით დაიბანეთ თავი საღამოს, ძილის წინ, უსაპნოდ ( ბულგარული საშუალება ).

თავიანი ხახვი. 1 ს/კ წვენი შეურიეთ 2 ს/კ არაყს. გამოიყენეთ 3 - 4 თვის განმავლობაში შეზელვების სახით თავის დაბანის წინ ცხიმოვანი თმების, ქერტლის, თმის ცვენის დროს.

გვირილა სამკურნალო. 2 ს/კ ყვავილედს დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ 5 წთ. გამოიყენეთ როგორც გარეგანი საშუალება ცხიმის გამოყოფის შესამცირებლად და თმის ძირების გასამაგრებლად ცხიმოვანი სებორეის დროს. ქერათმიანი ქალების თმებს ნაყენი მოოქროსფრო ელფერს ანიჭებს.

ხალხური მედიცინის საშუალებები თმის კანის მშრალი სებორეის ( მშრალი ქერტლი ) სამკურნალოდ.

ნარევი
  • ხახვის წვენი - 1 ს/კ, არყი - 2 ს/კ, აბუსალათინის ზეთი - 1 ს/კ. ნარევი შეიზილეთ კანში 1 სთ- ით ადრე თავის დაბანამდე თმების მშრალი სებორეის დროს.

  • კაკაოს ზეთი - 10 გრ, ზეითუნის ზეთი - 25 გრ, აბუსალათინის ზეთი - 5 გრ, ოდეკოლონი - 10 გრ. მოამზადეთ საცხი და შეიზილეთ თავის კანში.

საშუალებები რეკომენდებული ძლიერი ქერტლისგან თავის კანის ქავილის დროს.
სვია. 1 ს/კ გამხმარი " გირჩები " წვრილად დაჭერით, დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე; გადმოდგით გასაგრილებლად და გაწურეთ. შეიზილეთ თავის კანში. აცილებს ქერტლს, ანელებს ქავილს, გვეხმარება თმის გაცვენისას.

ნაკრები
4 ს/კ ნარევი - ნემსიწვერას და ჭინჭრის ბალახის ( თანაბრად ). დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, დააყენეთ ნახევარი სთ. ამ ნაყენით სასარგებლოა დღეგამოშვებით თავზე გადავლება თმების ცვენის, ცხიმოვანი ქერტლისა და კანის ქავილის დროს.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა