ჩვეული ნივთების საიდუმლო თვისებები: აღმოაჩინეთ ნებისმიერი მათგანის სასარგებლო გამოყენება!

ჩვეული ნივთების საიდუმლო თვისებები: აღმოაჩინეთ ნებისმიერი მათგანის სასარგებლო გამოყენება!
ჩვენ მიჩვეულნი ვართ სხვადასხვა ნივთების საჭიროებისამებრ შეძენას. საყოფაცხოვრებო ზრუნვა სულ უფრო მეტ თანხას მოითხოვს, გაუთავებელი შენაძენები და სახლის სხვადასხვა ნივთებით გადატვირთვა - ჩვეული რამაა. ეს არც თუ ისე ეკონომიური მიდგომაა და აი რატომ: აღმოჩნდა, რომ შინაური საშუალებები და ნივთები, რომლებიც უკვე გაქვთ, საოცრად მრავალფუნქციურია!

ჩვეული ნივთების უჩვეულოდ გამოყენება

1. ჩაის გამოუყენებელი პაკეტი შესანიშნავად გააქრობს ნებისმიერ უსიამოვნო სუნს. მოათავსეთ მაცივარში, კარადაში, ქილაში... სუნის კვალი გაქრება!

2. ტანსაცმელზე ლაქების ამოყვანა წყალბადის პეროქსიდით არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ტანსაცმელი ღია ფერის უნდა იყოს, რადგან ამ საშუალებას მათეთრებელი თვისებები აქვს.

3. საბავშვო სველი ხელსახოცი შეგიცვლით სხვადასხვა გაჯეტების გამწმენდ ჩვარს.

4. დარიჩინი - ჭიანჭველების მოსასპობი საშუალებაა. უბრალოდ მოაყარეთ პრობლემურ ადგილებს და მწერები გაქრება!

5. კბილის პასტა შესანიშნავად გააპრიალებს ნ\ლითონის ყველანაირ ნაკეთობას.

6. ბანანის ქერქის შიდა მხარე ახალივით გააბრწყინებს თქვენს კოვზებს, დანებსა თუ ჩანგლებს.

7. შესანიშნავი ანტიბაქტერიალური საშუალება - თაფლი. როცა ხელთ სხვა არაფერი გაქვთ, გამოიყენეთ იგი.

8. კოღოს ნაკბენეს მოაშუშებს ასპირინი. უბრალოდ დაფქვით ერთი აბი და მოაყარეთ ნაკბენს.

9. როდესაც კბილის პასტა გათავდება, შეგიძლიათ კბილები სოდით გაიხეხოთ. თანაც სოდა კარგი ამთეთრებელია.

10. ტყავის ფეხსაცმლის გასაპრიალებლად გამოდგება ხელის საცხი.

11. შეშის ნახშირი შენობაში ჰაერს ასუფთავებს. ლამაზ თეფშზე მოთავსებული ანხშირი დეკორის ელემენტად გამოდგება.

12. ფანჯრის მინების უზადოდ გასაწმენდად ყავის ქაღალდის ფილტრები გამოდგება.