9 ბუნებრივი დამატენიანებელი მშრალი კანისთვის

9 ბუნებრივი დამატენიანებელი მშრალი კანისთვის
მშრალი კანი გაწუხებთ? სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად, ამ პრობლემის მოგვარების ბუნებრივი გზებიც არსებობს. გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ამ მიზნით გამოიყენება:

  1. მაიონეზი
    მაიონეზში შედის კვერცხი და ზეთი, ამიტომ მას საკმაო დამატენიანებელი ეფექტი აქვს. ერთი სუფრის კოვზი მაიონეზი წაისვით სახეზე ათი წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. კანი დარბილდება და დატენიანდება.

  2. რძე
    კანი გექერცლებათ? მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და კანის კვებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა რძე, რომელსაც ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს და კარგად ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. დაასველეთ რძეში ქსოვილი და დაიფინეთ სახეზე. დაიტოვეთ 5 წუთით და ჩამოიბანეთ.

  3. წყალი
    თუკი კანი ძალიან გაქვთ გამომშრალი, აუციელებელია ბევრი წყლის მიღება. თუმცა ეს არ ცვლის კარგ დამატენიანებელს, ასე რომ ამ ორი ელემენტის კომბინაციით შეიძლება პრობლემასთან ბრძოლა.

  4. თაფლი
    თაფლი არამხოლოდ ანტიბაქტერიული თვისებებისაა, ის ასევე ამშვიდებს და აღადგენს დაზიანებულ კანს. ასევე კარგი დამატენიანებელიცაა. წაისვით დაზიანებულ კანზე და გაიჩერეთ 5-10 წუთით.

  5. შვრია
    შვრიის ფანტელი ნაზი ექსფოლიატორია. ის კარგად აცილებს მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირიდან. რამდენიმე სუფრის კოვზ შვრიის ფანტელს შეურით წყალი პასტისებური მასის მისაღებად. ნაზად შეიზილეთ ეს მასა კანში და ცოტა ხანში ჩამოიბანეთ.

  6. ავოკადო
    ავოკადო მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითა და ვიტამინებით, რომლებიც კანს აგლუვებს და აღადგენს. უბრალოდ დასრისეთ ავოკადოს ნაყოფი და 5 წუთით დაიდეთ ფაფა სახეზე. შეგიძლიათ, ეს პროცედურა ყოველდღე გაიმეოროთ.

  7. იოგურტი (ან კეფირი)
    ამ ორ პროდუქტს თქვენი კანისთვის აუცილებელი ყველა თვისება გააჩნია. გარდა ანთების საწინააღმდეგო თვისებებისა, ის შეიცავს რძემჟავას, რომელიც კანის სიმშრალის გამომწვევ მიზეზებს ებრძვის. წაისვით იოგურტი ან კეფირი სახეზე, ხელებზე, ტერფებზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  8. ქოქოსის ზეთი
    ქოქოსის ზეთი უაღრესად სასარგებლო დამატენიანებელია, რომელიც ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. წაისვით კანზე ქოქოსის ზეთი მთელი ღამით. ჩამოიბანეთ დილით. კანი საოცრად დარბილდება.

  9. ალოე
    ალოე უებარი საშუალებაა მშრალი და დაზიანებული კანის სამკურნალოდ. ის არაჩვეულებრივი ანტისეპტიკია. წაისვით კანზე ალოეს გელი, ის თქვენს კანზე დამცავ ფენას შექმნის.