მართლაც შესანიშნავი საშუალებები, ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ!

ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ეს დაავადება გამოიხატება ვენების ზომის გადიდებასა, ფორმის შეცვლასა და ელასტიკურობის შემცირებაში. ხშირად ზიანდებიან ქვედა კიდურები; ამასთან ერთად, გაგანიერებული ვენები კანქვეშ გაბერილი ან გამოკვეთილი დაკლაკნილ - დაჭიმული კვანძების სახით გვევლინებიან - რომელსაც ეგრეთ წოდებული ვარიკოზული კვანძები ეწოდება.
სამუშაოს სპეციფიკის გამო თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, დაავადებული ფეხი უნდა მოათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. მიზანშეწონილია, ყოველ ნახევარ სთ - ში ცოტა გაიარ - გამოიაროთ ან 10 - 15 - ჯერ აიწიოთ ფეხის წვერებზე. სამუშაოს შემდეგ ფეხებისათვის საუკეთესო დასვენებაა - მშვიდი, ნელი ტემპით სეირნობა.

ახლა კი გთავაზობთ ხალხურ მედიცინის საშუალებებს, გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ.
რეკომენდებული შინაგანი ხმარებისთვის.


ცხენის წაბლი. ავიღოთ 50 გრ ყვავილი ან ნაყოფი 0, 5 ლ არაყზე. დავაყენოთ 2 კვირა თბილ, ბნელ ადგილზე - ყოველდღიური შენჯღრევით. მივიღოთ 30 - 40 წვეთი 3 - 4 - ჯერ დღეში 3 - 4 კვირის განმავლობაში ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ჰემოროის ( ბუასილის ) სამკურნალოდ. ზოგჯერ იყენებენ ცხენის წაბლის ყვავილებისგან მომზადებულ ახალ წვენს ( უნდა მივიღოთ 25 - 30 წვეთი 2 - ჯერ დღეში ). სამკურნალო საშუალებები ცხენის წაბლისგან აქვეითებს სისხლის შედედებას, ამაგრებს კაპილარებსა და ვენების კედლებს.

თხილი. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 0, 5 ლ ანადუღარი წყალი, ხარშეთ 10 წთ, გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა 4 - ჯერ დღეში ჭამამდე.

სვია. " გირჩების " 1 ს/კ დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ. ნახარში სვით ჭამამდე 3 ჭიქა დღეში; ვინაიდან სვიას გააჩნია მცირე ძილისმომგვრელი მოქმედება, შეგიძლიათ შესვათ ჭიქა ნახარში ორ ჯერზე ძილის წინ. დოლბანდი, გაჟღენთილი სვიის ნახარშით, სასარგებლოა დაიდოთ ფეხის გაგანიერებული ვენების ადგილზე.