აი როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

აი როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება ორგანიზმზე, ეს უკვე ყველასათვის ცნობილია. თუმცა ხშირად ისეთ პრობლემებს შეიძლება წააწყდეს ადამიანი, რომ საერთოდ ვერც მიხვდეს მის არსებობას. თუ გრძნობთ უნებურ შფოთვასა და გაქვთ შიშის შეგრძნება, ტკივილი სახსრებში, უძილობა, წონასთან დაკავშირებული პრობლემები... ყოველივე ამის მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის მიმანიშნებელი შეიძლება იყოს.

არისებრი ჯირკვლის ჰორმონები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულბს ადამიანის ორგანიზმში: ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას... მას პეპლის ფორმა აქვს და მოთავსებულია კისრის არეში.

ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსისას ადამიანის ჯანმრთელობასაც ექმნება პრობლემები, თუ როგორი ამას ჩამონათვალში იხილავთ:

ფარისებრი ჯირკვალი - მნიშვნელოვანი, მაგრამ „დავიწყებული“ ორგანო.

ფაქტიურად, ადამიანის აქტივობა ამ ჯირკვალზეა დამოკიდებული. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც კონტროლს ჩვენს მოღვაწეობაზე ახდენს.

ყველაზე ხშირი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებია:

ჰიპერთირეოზი - როდესაც ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს.

ჰიპოთირეოზი - როდესაც აღარ ხდება საკმარისი რაოდენობით ჰორმონის გამომუშავება.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებია:

ჩიყვი - ჯირკვლის გადიდება;

ფარისებრი ჯირკვლის კიბო;

კვანძოვანი ჩიყვი;

თირეოიდიტი - ფარისებრის ანთება;

დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 12% ამ დაავადებებით იტანჯება ან უბრალოდ მისი დისფუნქცია აქვს.

როგორ გვაუწყებს ფარისებრი ჯირკვალი როდესაც მას დისფუნქცია ეწყება:

მუდმივი დაღლილობისა და ძილის მოშლა:

ეს ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელია ჯირკვლის პრობლემის გამოვლინების. გამუდმებული ძილიანობა ან დაღლა და მოთენთილობა ჰიპოთირეოზზე მიანიშნებს.
თუკი ვერ იძინებთ, მუდამ გაღიზიანებული და აღზნებული ხართ, გაქვთ გახშირებული გულის ცემა - ჰიპერთირეოზის.



წონაში კლება

ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ადამიანი წონაში მატებას იწყებს და დაკლება ძალიან რთულია. ხოლო თუ ადამინს წონაში მატების პრობლემა აქვს გაძლიერებული კვების შემთხვევაშიც კი და ახასიათებს კლება ეს ჰიპერთირეოიდიტის მაჩვენებელია.

რა გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ემოციებზე:

ჰიპერთირეოზს შფოთვა, პანიკური შეტევები, სწრაფი ხასიათის ცვალებადობა და კონცენრირების პრობლემები ახასიათებს.

ჰიპოს შემთხვევაში კი დეპრესიულობა, მოწყენილობა და დაღლილობა იჩენს თავს. ამ დროს სისხლში სეროტონინის დონე ზომაზე მაღალია ხოლმე.

პრობლემები სწორ ნაწლავთან დაკავშირებით

ჰიპოთირეოზის დროს გაუვალობის პრობლემა იქმნება, ჰორმონალური ცვლილებები ნივთიერებათა ცვლას აფერხებს.

ჰიპერთირეოზს კი დიარეა ახასიათებს.

კუნთები და სახსრები:

არასაკმარისი ჰოორმონების გამომუშავებისას კიდურები შეიძლება დასივდეს, გაცNდეს ტკივილის შეგრძნება სახსრებში ან გამოიწვიოს თითების დაბუჟება.

ამასთანავე ახლავს:

გაშეშება

ანთება

საერთო სისუსტე

ტენდინიტი (მყესის ქსოვილების დისფუნქცია)

როდესაც ხელში გიჭირთ ნივთების ჭერა, ასვლა კიბეზე, მაღალ თაროებამდე წვდომა - ჰიპერთირეოზის ნიშნები შეიძლება იყოს.

რეპროდუქტიულობა

ქალბატონებს ჰიპოთირეოზის დროს მტკივნეული მენსტრუალური ციკლი ახასიათებთ. ასევე უშვილობა ახასიათებთ ჰორმონალური დისბალანსის ნიადაგზე. მამაკაცებში ხშირია პოტენციის დაქვეითება.

ჰიპერთირეოზისას ქალბატონებს ციკლი რაოდენობრივადაც უმცირდებათ და ხანმოკლე უხდებათ. ეს კი ჩასახვაზეც სერიოზულ გაავლენას ახდენს.

თმა და კანი

თუ თმა ჩვეულებრივზე გამომშრალია, გიმატათ ცვენამ ეს ფარისებრი ჯირკვლის ცუდ მუშაობაზე მიუთითებს. ამ სიმპტომებს თუ კანის სიმშრალეც ემატება დიაგნოზი ჰიპოთირეოიდიტია.

ჰიპერთირეოზის დროსაც გახშირებული თმისცვენა ახასიათებთ, კანი კი თხელი და რბილია.

სხეულის ტემპერატურა:

ჰიპერთირეოზის დროს სხეულის ტემპერატურა დაბალია ხელები და ფეხები კი სულ ცივი.

ჰიპერთირეოზისას რეგულარულად მაღალი ტემპერატურა ახასიათებთ, გამუდმებით სიმხურვალის გრძნობა და ოფლიანობა აწუხებთ.

ქოლესტერინი:

ჰიპოთირეოზის დროს სისხლში მავნებელი ქოლესტერინის მაჩვენებელი მაღალია. ჰიპერთირეოზისას კი პირიქით. არტერიული წნევა.



რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა რომ ჰიპოთირეოზისას მაღალი წნევიანობის რისკი მატულობს. ჰიპერთირეოზის შემთხვევაში კი პირიქით.

გული:

ჰიპოთირეოზის დროს პულსი შენელებულია და ჩვეულებრივზე 20 დარტყმით ნაკლებია.

ჰიპერთირეოზის შემთხვევაში გახშირებული გულისცემა შეინიშნება.

კისერი

ჩიყვი - ერთერთი გავრცელებული დაავადებაა ფარისებრი ჯირკვლის.ამ დროს ჯირკვალი ზომაში მატულობს და კისერზე შესამჩნევი ხდება, ასევე ახასიათებს ხმის ჩახლეჩაც. ჩიყვი როგორც ჰიპო, ისევე ჰიპერ თირეოზის დროს შეიძლება განვითარდეს.

შეიძლება თუ არა დაავადების ჩამოყალიბებამდე წინასწარ გაგება ემუქრება თუ არა დისფუნქცია ფარისებრ ჯირკვალს?



არის მისი გამომწვევი მიზეზების სამი ფაქტორი, რომელის ზრდის რისკს დაავადების გაჩენის:

გენეტიკა

სქესი და ასაკი (ძირითადად ეს პრობლემა 40 წელს გადაცილებულ ქალებს ახასიათებთ.

მწეველებს ემუქრებათ საფრთხე მისი გაჩენის.

ფარისებრი ჯირკვლისკვანძები: